30
Nov
2016

Noxtton – ახალი ქართული კომპანია მსოფლიო ბაზარზე

30 Nov 2016

Noxtton_logoმსოფლიო ბაზარზე ახალი ქართული კომპანია იკიდებს ფეხს. Noxtton პირველი ქართული Tech კომპანიაა, რომლის მთავარი მიზნობრივი ბაზარი საერთაშორისო არენაა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

Noxtton დაარსდა ახალგაზრდა პროფესიონალების მიერ 2016 წლის აგვისტოს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს: მობილური & ვებ აპლიკაციების დეველოპმენტს, დიჯითალ მარკეტინგს, კიბერუსაფრთხოებას, IT კონსალტინგის, CRM და E-Commerce პლატფორმების დეველოპმენტს.

კომპანიის ძირითადი აქცენტი ვრცელდება ბიზნეს კორპორაციებზე, არასამთავრობო სექტორზე და სტარტაპებზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ რაღაც 4 თვეა ოპერირებს, Noxtton-ის სერვისითა და დიჯითალ პროდუქტებით უკვე სარგებლობენ ორგანიზაციები საქართველში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგენთსა და რუსეთში.

what_we_do_2-2

Noxtton ის მიერ განხორციელებული ქეისებში  მოიძებნება დივერსიფიცირებული სერვისები და პროდუქტები, როგორიც არის: გადახდის და უსაფრთხოების სისტემები, E-Commerce პლატფორმების დეველოპმენტი, რეზერვაციის სისტემები, Web & Mobile აპლიკაციები და კიდევ მრავლი სახის პროექტები.

Noxtton ის HQ მდებარეობს საქართველოში, სადაც ხდება ძირითადი პროდუქტებისა და სერვისის დეველოპმენტი & ტესტინგი. თუმცა, სერვისის ამაღლების, სწრაფი განვითარების, ადგილობრივი ბაზრების შესწავლისა და ათვისების მიზნით, Noxtton-ის გუნდი გადანაწილებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

n_mapსწრაფი ზრდიდან და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე Noxtton ის მენეჯმენტი უკვე განიხილავს კიდევ რამოდენიმე ქვეყნის მარკეტზე შესვლის სტრატეგიას. ამავდროულად, იგეგმება კომპანიის საქართველოს ბაზარზე გააქტიურება და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, რომლითაც Noxtton-ი მუშაობს. Noxtton ის მიზანია TECH ინდუსტრიის რუქაზე საქართველოს მონიშვნა და ამ მიზნის მისაღწევად მთელი გუნდი დიდი მონდომებით მუშაობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს :

www.Noxtton.com

www.facebook.com/noxttonofficial

www.twitter.com/noxtton

[R]

განხილვა