in ,

ნუ გეშინიათ ფინანსური ტერმინების !

Financial-planningნებისმიერი დარგის განვითარებასთან ერთად, ვითარდება ამ დარგისთვის საჭირო ტერმინები. ტერმინი  ზუსტად გადმოსცემს რომელიმე დარგის გარკვეულ ცნებას. ტერმინოლოგია კი ტერმინთა ერთობლიობაა.

ნულოვანი მოგების წერტილი ? გაუნაწილებელი ზარალი ? ამორტიზაციის გრაფიკი ? ბევრი დამწყები მეწარმისთვის ეს ტერმინები რთულად გასაგები ან სრულიად გაუგებარი და დამაბნეველია. ტერმინოლოგიის ცოდნა, როგორც ყველა სფეროში, ასევე ბიზნესში ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა. არსებობს რამდენიმე ტერმინი, რომელიც ნებისმიერმა ენტრეპრენუარმა უნდა იცოდეს, რადგან ეს ტერმინები წარმოადგენენ ბიზნესის და მისი განვითარების განუყოფელ ნაწილს. 

მაგალითად, თუ ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტთ და პარტნიორს ეტყვით, რომ უნდა შეადგინოთ დოკუმენტი,  რომელიც იძლევა ინფორმაციას ბაზარზე და დარგში არსებულ ვითარებაზე, კომპანიის მიმდინარე მდგომარეობაზე და ასევე ასახავს საწარმოს მომავალი განვითარებს გეგმებს, შეიძლება ცოტა დააბნიოთ, მაშინ როცა შეგიძლიათ მარტივად აუხსნათ მას თქვენი გეგმების შესახებ და უთხრათ, რომ ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია ბიზნეს გეგმის შედგენა.

ასევე, თქვენ თუ არ იცით განსხვავება მთლიან მოგებასა და წმინდა მოგებას შორის, შეიძლება თქვენი კომპანია გაკოტრებამდეც კი მიიყვანოთ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ტერმინოლოგიის არ ცოდნა, ნეგატიურად მოქმედებს თქვენს რეპუტაციაზეც.

სწორედ ამიტომ,  ისეთი მნიშნველოვანი ფინანსური ტერმინების გასაგებად, როგორიცაა აქტივი, ბალანსის უწყისი, საკუთარი კაპიტალი და ა.შ. ეწვიეთ ლინკს: http://bit.ly/1G2JUaG

მასალა გამოქვეყნებულია Marketer.ge-ს და თიბისი ბანკის „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას“ შორის ერთობლივი თანამშრომლობის  ფარგლებში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უფასო საგანმანათლებლო ვებ პორტალს : www.tbcbusiness.ge



Ieyoka, თბილისის საკონცერტო დარბაზში, 24 მაისს

ჰაერი რომელმა გააფუჭეთ?! – ეკოპოლისია თბილისში