in

ესთეტიკური კლინიკა NUAGE: „ჩვენთან სილამაზეზე ზრუნვა მეცნიერების დონეზეა აყვანილი“

ესთეტიკური მედიცინის დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანის სილამაზე კანის მდგომარეობით განისაზღვრება, რადგან სწორედ კანზე აისახება ყველა ის მოვლენა, რაც ორგანიზმში ხდება. ამიტომაც, ესთეტიკური მედიცინა ბევრად უფრო კომპლექსურ მიდგომებს ითვალისწინებს, ვიდრე, მაგალითად, პლასტიკური ქირურგიული პროცედურებით სახეზე დაბერების გამოვლინებებთან ბრძოლაა.

bog
bog-mob

საქართველოში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებიდან ერთ-ერთი კლინიკა „ნუაჟია“, რომელიც 2 წელია, ბაზარზე არსებობს. NUAGE ფრანგული სიტყვაა, რომელიც ღრუბელს ნიშნავს და როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, სახელი სიმსუბუქესთან, სინაზესა და დადებით ემოციებთან ასოცირდება, რაც თავის მხრივ, ქალის სილამაზის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორებია. 

ჩვენი მთავარი გზავნილი მომხმარებელთან არის ის, რომ კლინიკა „ნუაჟში“ სილამაზეზე ზრუნვა მეცნიერების დონეზეა აყვანილი, – თინათინ გელუტაშვილი, კლინიკის მთავარი მენეჯერი.

ესთეტიკური მედიცინა ის სფეროა, სადაც სპეციალისტების მიერ დაშვებულ შეცდომებს, შესაძლოა, ძალიან ცუდი გართულებები მოჰყვეს, შესაბამისად, როგორც თინათინ გელუტაშვილი ამბობს, ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობაც სწორედ მის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდშია და ასევე, თანამედროვე აპარატურასა და კომფორტულ გარემოში. 

ჩვენი კონცეფცია განსხვავებულია როგორც შიდა, ასევე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. შიდა სტრუქტურული განსხვავება გამოიხატება მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული თანამშრომელთა გუნდით, ხოლო მეთოდოლოგიური უპირატესობა ლოკალურ ბაზარზე საუკეთესო ინფრასტრუქტურით, უახლესი დანადგარებით, მომსახურების მრავალფეროვნებითა და საუკეთესო სპეციალისტებით, –  თინათინ გელუტაშვილი, კლინიკის მთავარი მენეჯერი.

M: თინათინ, უფრო კონკრეტულად, რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
კლინიკა NUAGE მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ესენი გახლავთ როგორც ინიექციური, ასევე არაინიექციური, აპარატურული და ბრენდული მოვლის პროცედურები სახესა და სხეულზე. 

  • ბოტულინოთერაპია – მიმიკური ნაოჭების კორექცია;
  • ბიორევიტალიზაცია – კანის ბუნებრივი გაცოცხლება ჰიალურონის მჟავით;
  • მეზოთერაპია – ამინომჟავებით, ვიტამინებითა და პეფტიდებით გამდიდრება;
  • ფილერები – შემავსებლები;
  • პლაზმოთერაპია;
  • კარბოქსითერაპია ნახშიროჟანგით (CO2);
  • თმის ცვენის აქტიური მკურნალობა;
  • არაინექციური მეზოთერაპია;
  • ფრაქციული არააბლაციური გაახალგაზრდავება და ა.შ.

M: და რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს?
ექსკლუზიურად, კლინიკა „ნუაჟში“ პრემიუმ კლასის ფრანგული ბრენდის, GATINEAU Paris პროდუქციაა წარმოდგენილი, რომლითაც სახისა და სხეულის მოვლის პროცედურებს უზრუნველვყოფთ.

[R]

3 შეცდომა, რასაც მენეჯერები პირისპირ შეხვედრისას უშვებენ

Instagram-ზე რეკლამის ხანგრძლივობა გაიზარდა