11
Mar
2019

ჭკვიანი საათი ჩვეულებრივი სმარტფონის ფუნქციებით – UPDATE

11 Mar 2019

veon
veon


Nubia Alpha სმარტსაათია ძალიან ბევრი ისეთივე ფუნქციით, რომელიც ჩვეულებრივ სმარტფონს აქვს. მაგალითად, Bluetooth და Wi-Fi მოდულები, ასევე 5MP კამერა. შესაბამისად, Nubia Alpha-ს შეუძლია ფოტოების გადაღება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, დარეკვა, ასევე, მოწყობილობას ფიტნეს ფუნქციები აქვს, ითვლის ფულს, ნაბიჯებს, კალორიებს და ა.შ. Nubia Alpha 4 დიუმიანი OLED ეკრანი აქვს. რეზოლუცია: 192 x 960, გვერდების გაფართოება: 36:9 (ან 4:1). საათი შეგიძლიათ წყალში, შესაბამისად, აუზშიც გეკეთოთ, რადგან IP67 დაცვის სტანდარტი აქვს.

Nubia Alpha-ს eSIM მოდელი სმარტფონის გარეშეც მუშაობს: დარეკავთ, პასუხს გასცემთ და ა.შ. SMS-ების გაგზავნასა და Voice კონტროლს შეძლებთ.

Nubia Alpha-ს ფასი ევროპაში 449-იაeSim მოდელი 549, ხოლო სმარტსაათი მოოქროვილი კორპუსით – 649. როგორც ამბობენ, პროდუქტი აპრილიდან გაიყიდება.

განხილვა