in

„დღეიდან, ჩემი 14 წლიანი გამოცდილებით, ვუერთდები „გურიელის“ კოლექტივს, კომერციული დირექტორის პოზიციაზე“

დღეიდან, „გურიელის“ კომერციული დირექტორის პოზიციას „თელიანი ველის“ ყოფილი ბრენდის განვითარების მენეჯერი – ნუცა ავალიშვილი დაიკავებს. აღნიშნული ინფორმაცია მან მარკეტერს გაუზიარა, ასევე, გვესაუბრა ბევრისთვის გასაკვირი ექსპერიმენტებით სავსე გამოცდილებაზე და განვლილ გზასთან ერთად, გადმოგვცა შეხედულებები სფეროს შესახებ, რომელსაც, მიუხედავად საკუთარი ბიზნესის ქონისა, ვერ ელევა.

BOG
BOG

„17 წლის ვიყავი მესამე კურსის სტუდენტი, როცა მე და ჩემმა კურსელებმა დავარეგისტრირეთ ივენთ კომპანია და გავაკეთეთ იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარე ღონისძიება – ყვავილების ფესტივალი, 26 მაისს, ერეკლეზე. ეს იყო ჩემი პირველი საოცრად შთამბეჭდავი გამოცდილება, რომელმაც ჩემი სამომავლო მიმართულება გამოყო და გაამკვეთრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, „საქართველოს უნივერსიტეტში“ ავიღე მაგისტრის დიპლომი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. სწავლის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეთდებოდა ახალი სარეკლამო კომპანია – „მეტრო სტუდია”. „მეტრო“ გახდა საოცნებო სამსახური, ეს ოცნება მალევე ავიხდინე. „მეტროში“ ივენთების მიმართულება ჩავიბარე და ასევე, ვიყავი პროდუსერი სხვადასხვა გადაღებაზე. აქ მუშობის ორწლიანი გამოცდილება, ალბათ, ყველა დიპლომზე ღირებული და მნიშვნელოვანი იყო.

დამკვეთის პოზიციაში ყოფნის სურვილი სარეკლამოში მუშაობისას გამიმძაფრდა. 2012 წელს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ჩემი შემდეგი 5 წელი დავუკავშირე „თელიან ველს“, კერძოდ მომხმარებლის დამოკიდებულების და განწყობის კვლევას, ახალი პროდუქტების შექმნას, კომუნიკაციას, გაყიდვებს.. იმდენად გამიტაცა Food and Beverage – ის მიმართულებამ , ღვინის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე საჭმლის მიმართულებაში მეცადა თავი და მოვხვდი სტაჟიორად „რუმსში“. ორშაბათიდან პარასკევამდე თელიანი ველის ბრენდის განვითარების მენეჯერი და შაბათ-კვირას, მზარეულის ფორმაში გამოწყობილი სტაჟიორი ვიყავი, „რუმსის“ ღია სამზარეულოში. ძალიან რთული და დატვირთული ერთი წელი იყო, მაგრამ მოსაყოლიც ბევრი დაგროვდა.

2017 წელს მარკეტინგიდან სარესტორნო ბიზნესისკენ გავუდექი გზას, გაოცებული და განაწყენებული ადამიანების ჯარი მოვიტოვე უკან, მაგრამ ეს ცვლილება აუცილებელი იყო. იმ ეტაპისთვის, უნდა მომესინჯა ახალი რამ, რაც ან გააძლიერებდა ჩემს მარკეტინგში ყოფნის სურვილს ან პირიქით სამუდამოდ დავტოვებდი სფეროს. ამ ექსპერიმენტის დროს გავიცანი ადამიანი, რომლის დახმარებითაც 2017 წელს ავისრულე ჩემი ხელშეუხებელი ოცნება და საქართველოში ყველაზე მაღალ წერტილში, გუდაურში კუდებზე გავხსენით კაფე. ეს ფაქტი ახლაც დაუჯერებელია. მახსენდება გახსნიდან პირველი შაბათი და უწყვეტი რიგი საბაგიროდან კაფემდე. ეს ჩემი პირველი და წარმატებული ბიზნესია, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ ელევი და ალბათ, მარკეტინგი, სწორედ, ის რაღაცაა.

მარკეტინგი ჩემთვის ხელოვნებაა, სადაც ქმნი პროდუქტს, რომელიც ადამიანში სიხარულის, კმაყოფილების ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. ეს იმდენად დიდი და ყოვლისმომცველი სფეროა, ძნელია, მოიბეზრო ან დაიღალო ან ამოწურო. ეს შეგრძნება იმ წამსვე აღმიდგა, როცა შემომთავაზეს ახალ, ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობა, ამ პროექტის შესახებ უახლოეს პერიოდში, უფრო დეტალურად ვისაუბრებ.. დღეიდან, ჩემი 14 წლიანი გამოცდილებით ვუერთდები გურიელის გადასარევ კოლექტივს, კომერციული დირექტორის პოზიციაზე და სამომავლოდ, უამრავ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მომხმარებელს“.

„ქართული ლუდის კომპანიამ“ RC Cola ყავის არომატით გამოუშვა

რა უნდოდა მექსიკურ ტრიოს თბილისის ქუჩებსა და მეტროში