in

“ერთმანეთი” – ნუცა მიქაბერიძის ნამუშევარი


ნუცა მიქაბერიძე თანამედროვე ხელოვნების არტისტია, რომელმაც სპეციალურად OXYGEN 2020-სთვის ნამუშევარი “ერთმანეთი” შექმნა. რიტორიკული კითხვა “ვიღაცამ წყალი ხომ უნდა მოგაწოდოს?” სწორედ ერთად დგომის იდეაზე მეტყველებს. უფრო დეტალურად კი ნუცა მიქაბერიძე თავისი ნამუშევრის იდეას ამგვარად ხსნის:

„ერთმანეთი“ OXYGEN 2020-სთვის გავაკეთე. ნამუშევრის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მთლიანობას ერთად დგომა ჭირდება. „ერთმანეთი“ შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: ნაქსოვი ფარდა წარწერით „ვიღაცამ წყალი ხომ უნდა მოგაწოდოს“ და ნაქსოვი რკინის ბადე თიხის დამტვრეული ფირფიტებით. რბილი და მყარი მასალების დაპირისპირება მათ განსხვავებულობას უსვამს ხაზს, ისევე როგორც ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან. იქმნება კონტრასტი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ერთ დიდ მრავალფეროვან მთლიანობას ვქმნით.

ფოტოს ავტორი: გურამ კაპანაძე

სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ იყო მსგავსი ფრაზა. ბებია  დარდობდა შვილიშვილზე წყლის მიმწოდებელი ხომ უნდა ჰყავდეს ვინმეო, რომ გათხოვილიყო და მარტოობაში არ გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. ცოტა სასაცილოდ მომეჩვენა, მაგრამ რეალურად მართლა გვჭირდება ადამიანებს ერთმანეთი. არ არის აუცილებელი ეს იყო სასიყვარულო ურთიერთობა, უბრალოდ ადამიანების გაერთიანებაა.

ფოტოს ავტორი: გურამ კაპანაძე

შერეული ტექნიკა, საქსოვი ძაფი, რკინის ბადე, თიხა, აკრილი, 325 X 205სმ

ფოტოს ავტორი: გურამ კაპანაძე


Apple-მა წლის საუკეთესო აპლიკაციები დაასახელა

Google-ის AI ექსპერიმენტი – Bad Guy-ის უსასრულო ქავერები