in

როგორ გაზარდა მომხმარებლის ქცევაზე ფოკუსირებამ ირლანდიურ თეთრ თევზზე მოთხოვნა

მომხმარებლების მოტივირება, რომ ეყიდათ პიქშა, ხეკი და ქაშაყი ე.წ. Nudge-კამპანიით შეძლეს.

Bord Bia-მ, ნახევრად სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც პასუხისმგებელია ირლანდიის საკვების, სასმელისა და მებაღეობის კულტურის პოპულარიზაციაზე, გამოიყენა ქცევითი ეკონომიკის დისციპლინა, რათა მომხმარებლებისთვის უფრო მეტი საკვების ყიდვის მოტივაცია მიეცა. სააგენტომ ინიციატივით დაიწყო, რომელიც გულისხმობდა სამწლიან ფოკუსირებას ზღვის პროდუქტების სექტორზე, განსაკუთრებით კი – ირლანდიის თეთრი თევზის გაყიდვების გაზრდაზე, როგორიცაა: პიქშა, ხეკი და ქაშაყი. ეს პროდუქცია სწორედ იმიტომ, რომ მიწოდება ბევრად აღემატებოდა მოთხოვნას.

Red C Research- მა პირველადი სამაგიდო კვლევა, ასევე, საყიდლების ობიექტებში ღრმა ინტერვიუები და ფართომასშტაბიანი ონლაინ გამოკითხვებიც გამართა, მათ შორის, მათთან, ვინც უარს ამბობდა ირლანდიური თეთრი თევზის პროდუქტებზე.

ამ პროცესიდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს ე.წ. “Nudge Territory Framework-ის”  შესაქმნელად, რომელიც ხალხს მოუწოდებდა თევზის გასინჯვას, მოიაზრებდა ჯანმრთელობასა და კვების თვისებებზე მათთან კომუნიკაციას, ირლანდიის თეთრი თევზის ირგვლივ, „გადაუდებლობის გრძნობის“ შექმნას და პროდუქციის წარმოჩენას, როგორც ირლანდიის „სავიზიტო ბარათს.

შემდეგ მულტიდისციპლინური კომერციული მარკეტინგული სააგენტო V360, რომელმაც მაღაზიაში მომხმარებლებთან საკვანძო შეხების წერტილად ე.წ. Nudge Territory გამოიყენა (ანუ, მომხმარებლის ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაზე შეთავაზებით იქონია გავლენა). ეფექტურობის გასაზომად გამოყენებული იქნა ინოვაციური ანალიტიკური ტექნიკა, მათ შორის, დაკარგული შესაძლებლობის მონიტორინგი, მყიდველის სეგმენტაცია და თვალის მიდევნება. ირლანდიის თეთრი თევზის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა მყიდველების მხრიდან კონკურენციის დროს.

პროექტმა, ასევე, განსაზღვრა ყიდვის ძირითადი ბარიერები, რომლებიც მომზადების პრობლემებსა და პროდუქტის ფორმასთან იყო დაკავშირებული.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში, „ბორდ ბიამ“ დააარსა ანაზღაურებაზე დაფუძნებული Nudge-კვლევისა და შესრულების პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საცალო კატეგორიებისთვის სხვა ბაზრებზეც, როგორც შინ, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

იწყება, თუ არა სოციალური მედიის რეგულირების ახალი ერა?

მეტი ვიდრე კომპანია – თბილისის საუკეთესო ოფისები