in

ქათმის ნაგეთსი, რომელსაც ქათმის დაკვლის გარეშე ამზადებენ

ნაგეთსის გაკეთება უკვე ქათმის დაკვლას აღარ მოითხოვს. ქათმის ქსოვილი, რომელიც ლაბორატორიაში გამოჰყავთ, საყვარელი კერძის ალტერნატივაა. ლაბორატორიაში ქათმის ხორცი მისი ფრთისგან კომპანიამ Just შექმნა. როგორც თავად ამბობენ, ნაგეთსის ხორცი ნუტრიციულად სრულყოფილია. ქსოვილი სპეციალურ ბიორეაქტორებში გამოჰყავთ. პროდუქტის დამზადებას ორი კვირა სჭირდება, ხოლო გემო, როგორც ამბობენ, ორიგინალის იდენტურია. ლაბორატორიულად მიღებული სინთეტიკური ნაგეთსები ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. Just არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ მიდგომას მიმართავს. ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის ტექნოლოგიით სხვა კომპანიებიც არიან დაინტერესებული და ამ მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს დებენ.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/futurism/videos/238731547051364/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ანიტა რაჭველიშვილი წლის საუკეთესო სოლო ალბომის ნომინაციაზე წარადგინეს

…და “ნეთვორქინგი” როგორაა ქართულად?