28
Apr
2017

ნაგეთსი კარტერისთვის! Wendy’s-ის ვირუსული კამპანია, რეკორდული შედეგებით

28 Apr 2017

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 16 წლის კარტერ უილკერსონმა Wendy’s-ის ოფიციალურ გვერდს მისწერა თვითერზე კითხვით, თუ რამდენი გაზიარება უნდა დაეგროვებინა, რომ მთელი წლის მანძილზე ვენდისის ნაგეთსი უფასოდ მიეღო? პასუხი იყო: 18 მილიონი!

კარტერმა ღირსეულად მიიღო გამოწვევა და სულ მალე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჰეშთეგი მის მხარდასაჭერად: #NuggsforCarter. 18 მილიონი გაზიარება თვითერზე ძალიან დიდი გამოწვევაა ვენდისისთვისაც კი, თუმცა, კარტერის მხარდასაჭერად მთელი თვითერი გაერთიანდა და სულ რამდენიმე დღეში ოსკარის ცერემონიაზე გადაღებული ცნობილი სელფის ფოტოსაც წამოეწია რეიტინგით. მოგეხსენებათ, სელფი, რომელიც ელენ დეჯენერესმა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად გადაიღო, ყველაზე მაღალრეიტინგული ფოტოა თვითერის ისტორიაში, ახლა კი მას თინეიჯერი ბიჭუნას პოსტი წამოეწია რეიტინგით.

კარტერს მხარდაჭერა გამოუცხადეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Amazon, Microsoft, Google, Hallmark, Twitter, LinkedIn, T-Mobile და ა.შ. Google-მა ნაგეთსის დუდლიც კი შექმნა.

ელენ დეჯენერესმა კარტერი გადაცემაში მიიწვია და ცნობილი ფოტოს ფონზე სელფიც გადაიღო.

კარტერის ინიციატივა მალე ვირუსულ კამპანიად იქცა. მის ამბავზე დაიწყეს საუბარი ცნობილ ტელეშოუებში TODAY Show twice, Today’s Take Two, CBS Early Show, Good Morning America, გააშუქეს ცნობილმა გამოცემებმა: Mashable, Huffington Post, FOX, USA Today, TIME და ა.შ. ვენდისმა კი კარტერის გამო, ნაგეთსის ემოჯიც კი შექმნა. 

საერთო ჯამში, Wendy’s-ის თვითერის გვერდი 13.8 მლნ-მა ადამიანმა მოინახულა, დაემატა 130 000 ახალი follower-ი. 12 დღის განმავლობაში 557.7 ათასი მოწონება ვენდისის თვითებზე, 150.5 ათასი გაზიარება და 165.8 მლნ ადამიანის აქტივობა გვერდზე. კარტერის ამბავმა ვენდისის გვერდზე, 10 დღის განმავლობაში, ამ წლის აქტივობის 52% შეადგინა და სხვადასხვა მედიასაშუალებების წყალობით, 1 მლრდ-იანი აუდიტორიის ყურადღებაც მიიპყრო.

განხილვა