in

ვისი ბრალია გმირთა მოედანზე მუდმივი საცობები?

ნუგოს ამბავი ხომ გახსოვთ? კი, აი იმ ნუგოს, ჯერ დაუდევრობა რომ დავაბრალეთ და თოვლიან გზაზე მანქანა რომ ნაწილებად დაეშალა, მერე კი შიშისმომგვრელ ჰელოუინის ღამეს აკუმულატორი რომ გაუფუჭდა.. ნუგოს ემოციური თავგადასავლები არ მთავრდება, ჩვენ კი, გვაქვს საშუალება, დიდი ინტერესით ვადევნოთ თვალი მათ.

და თუმცა, ალბათ უკვე იფიქრეთ, რომ ნუგოს თავზე ყველანაირმა ქარიშხალმა გადაიარა, ეს სულაც არ არის ასე.. აი, გმირთა მოედანზე რომ მუდმივი საცობების მსხვერპლი ხართ, თურმე ზუსტად ნუგოს ბრალია!

ავტომობილის ზეთის პრობლემით შუა ქუჩაში გაჩერებულმა ნუგომ სხვებიც გააჩერა და ავტომობილთა საერთო, გულისგამაწვრილებელი სიგნალის ადრესატი გახდა. და მაინც, რა უნდა ქნას ასეთ კრიტიკულ მომენტში ანიმაციის მთავარმა პერსონაჟმა?

სწორედ ამ პრობლემის გამოსავალით სრულდება თეგეთა მოტორსის მორიგი 55 წამიანი ვიდეორგოლი, რომელშიც ბრენდი პრემიუმ-ხარისხის ზეთით ნუგოს მანქანას მკვდრეთით აღადგენს.

და მაინც, მგონი რომ მოსაყოლად ბევრი არაფერია და ეს ამბავი თავად უნდა ნახოთ:

ქართული მრავალფეროვნება ერთ სივრცეში – რესტორანი „ეთნოგრაფი“

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?