1
Oct
2019

დაუდევარი ანიმაციური პერსონაჟი ნუგო, რომელიც „დაფრინავს ნელა-ნელა“

1 Oct 2019

Elit Electronics
Elit Electronics


იყო და არა იყო რა, იყო ერთი ნუგო. უფრო სწორად, დაუდევარი ნუგო, რომელიც იმის გამო, რომ წინასწარ არასდროს ზრუნავდა ავტომობილის გამართულ მუშაობაზე, მუდმივად სხვადასხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ეხვეოდა.

დღეს, 1 ოქტომბერია და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ 1990 წლის მაისში მოთოვა, არც „თეგეტა მოტორსის“ ახალ კამპანიაში უნდა იყოს ფიფქები გასაკვირი. მით უფრო, რომ წინ ზამთარი და შესაბამისად, მოყინული გზებია. სეზონური საბურავების შეძენის საჭიროება კი, დღითი დღე იზრდება.

მარკეტერი, ექსკლუზიურად, წარმოგიდგენთ ანიმაციურ პერსონაჟ ნუგოს, რომელიც „ნელა-ნელა დაფრინავს“ და რომლის ქცევის „დაუდევრად“ შეფასება, ჩვენი აზრით, სრულიად შეუსაბამოა იმ განწყობასთან, რომელიც მისი პერსონაჟის დანახვისას გვიჩნდება.

„შეუსაბამო“ იმიტომ, რომ… აბა, ნახეთ ნამუშევარი და ამაში თავადვე დარწმუნდებით:

უწყინარი ანიმაციის უკან კი რეალური პრობლემა დგას – გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს, რომ გამართული ავტომობილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი გარშემომყოფების უსაფრთხოების ერთ-ერთი წინაპირობაა.

„თეგეტა მოტორსმა“ პრობლემის გადასაჭრელად, კამპანია – „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ წამოიწყო:

კამპანიის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდაა, თუ როგორ უნდა ვმართოთ ავტომობილი, როგორ უნდა ვიმოძრაოთ სავალ ნაწილზე ფეხით, ან თუნდაც, როგორ უნდა გადავკვეთოთ გზა. ჩვენი მიზანია, ერთად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილება, – Tegeta Motors.

სხვადასხვა კვლევას თუ დავეყრდნობით, წელიწადის განმავლობაში, ტრანსპორტში, საშუალოდ, 300 საათს ვატარებთ. ეს რიცხვი, ყოველწლიურად, იზრდება და მასთან ერთად ავტომობილით გადაადგილებისას არსებული რისკები და საფრთხეებიც იმატებს.

თუმცა, გამოსავალი არსებობს – ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა. დროულად!

განხილვა