in

ნუკა ბარბარე ჩოხელი – #პირველისამსახური

ნუკა ჩოხელი 3
ნუკა ბარბარე ჩოხელი

პირველ სამსახურში გამიმართლა – 18 წლის ასაკში თსუ-ს ჟურნალისტიკის სტუდენტი „მოამბის“ ნიუს-რუმში ორკვირიან სტაჟირებაზე მოვხვდი და ეს ორი კვირა 3  წელი გაგრძელდა. ეს ნამდვილად იყო ჩემი ოცნების სამსახური. მნიშვნელობა არ ჰქონდა გადაღების ლოკაციას, მოვლენის სირთულეს, სამუშაოს ხანგრძლივობასა და ანაზღაურებას, რომელიც ძირითადად არ მქონდა, რადგან მაშინ მთავარი ის იყო, რომ ვმუშაობდი ტელევიზიაში. ამ ადგილს კი,  ყველაზე სწრაფად შეუძლია გაგზარდოს – პირველ რიგში, გასწავლოს ურთიერთობები, დაძაბულ რეჟიმთან გამკლავება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ჟურნალისტები დამეთანხმებიან, რომ ტელევიზია მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ძალიან უნდა ჟურნალისტობა, რადგან ის იმდენ ენერგიასა და ენთუზიაზმს მოითხოვს, რომ პროფესიაზე მეტად ცხოვრების წესი ხდება. ალბათ  სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია, მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილი ჟურნალისტი გახდე.

თუმცა, მოულოდნელად, ერთ-ერთი კომპანიისთვის სარეკლამო სტატიების დაწერა შემომთავაზეს. სტატიები მოიწონეს და კამპანიის დაგეგმვის კრეატიულ ნაწილშიც ჩავერთე. აქ პირველად დავფიქრდი, რომ მოვლენის გაშუქება ძალიან მაგარია, თუმცა უფრო საინტერესო შეიძლება ამ მოვლენის შექმნა ყოფილიყო. გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავლენა წერის მიმართ ჩემმა სიყვარულმაც იქონია და  სამაგისტრო პროგრამად GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობა ავირჩიე და ამ დროს დაიწყო პრაქტიკა უკვე პიარის მიმართულებით.

სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობისას და საკუთარი ბიზნესის კეთებისას, ბუნებრივია, არაერთ სირთულეს შევხვედრივარ, თუმცა, სატელევიზიო გამოცდილების შემდეგ სირთულეს სირთულედ უკვე ნაკლებად აღვიქვამ. ვინაიდან, ტელევიზია ყველა ჩემს სამსახურს შორის დღემდე რჩება ყველაზე სტრესულ და ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილად, სადაც შეიძლება კარგი ანაზღაურება არ მქონდა, თუმცა სწავლით ნამდვილად ბევრი ვისწავლე. ნუკა ბარბარე ჩოხელი – ტერაბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ყვავილების მაღაზია “ამელის” დამფუძნებელი.

ნუკა ჩოხელი 1

amelie

ნუკა ჩოხელი მინიატურა

ამიერიდან, თქვენს ჯანმრთელობას Apple გააკონტროლებს

Lenovo-ს ნოუთბუქები პირველკლასელებისთვის!