29
Jan
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ნუკი ჩიხლაძე

29 Jan 2018

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

ნუკი ჩიხლაძე: “გრაფიკული დიზაინით ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დავინტერესდი. ჩემით ვსწავლობდი სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამას. დამოუკიდებლად მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგა მაშინ, როდესაც საკუთარი თავი გრაფიკულ დიზაინში ვიპოვე და შემდეგ, ხელი მოვკიდე როგორც პროფესიას. მანამდე, არქიტექტურაზე ვსწავლობდი. თავისუფალ დროს სულ ვცდილობდი, რომ უბრალოდ მეხატა. ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. რაღაც დროის შემდეგ, სამხატვრო აკადემიის კარს მივადექი. მედიახელოვნების ფაკულტეტმა ძალიან მიმიზიდა. სწავლის პერიოდში, ძირითადად ფრილანსერი ვიყავი. დიდ დროს ვატარებდი სხვადასხვა საიტზე. მუდმივად თვალს ვადევნებდი სიახლეებს.

ჩემი პირველი ნამუშევარი კარგად მახსოვს – ჭარბი დიეტით გამოწვეული ანორექსიის შემთხვევებს მივუძღვენი. ამ თემაზე ჯერ ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაც მოვიძიე. ზოგადად არ მიყვარს სტერეოტიპები და ყველა ის სტანდარტი, რომელიც დესტრუქციულია ადამიანისთვის. წარმოვიდგინე, როგორ შიმშილობენ გოგონები, იმის გამო რომ ცნობილ 90/60/90-ზე სტანდარტს მიესადაგონ. იდეა მოეწონათ და პოსტერის გაკეთებაც მთხოვეს, რომელზეც უკვე ამ მაისურში ჩაცმული plus size მოდელი გამოვიყენე. ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი – როგორც პროტესტი საზოგადოებაში დამკვიდრებული მანკიერი სტერეოტიპებისა.”

განხილვა