in

Domus Trimaran — ნულოვანი ემისიის მქონე სუპერიახტა

თქვენივე სახლით მოგზაურობაზე ოდესმე გიოცნებიათ? ეს მალე რეალობა შეიძლება გახდეს… დიზაინერებმა ვან გესტმა და რობ დოილმა Domus Trimaran, ანუ შთამბეჭდავი 40 მეტრი სიგრძის ნულოვანი ემისიის მქონე იახტა წარმოადგინეს. იგი მზის ენერგიის, ჰიდრორეგენერაციისა და წყალბადის საწვავის სისტემებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, პირველი ნულოვანი ემისიის მქონე სუპერიახტად ყოფნისკენაც მიისწრაფვის.

Domus უნიკალური ვილის, ან თუნდაც, ბუნგალოს გამოცდილებას ქმნის. დიზაინერებმა ინტერიერი 780 კვ.მეტრზე მოაწყვეს. დიდი შიდა სივრცეების გარდა, აქ ბევრი დაფარული გარე ზონაც შეგხვდებათ. მეტიც, სტრატეგიული დაგეგმარებით ხედებით სიამოვნებას ნებისმიერი ადგილიდან მოახერხებთ. 

„რატომაც არა?!“ — ეს კი ის კითხვაა, რამაც კონცეფციის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი… მართალია, უკვე მრავალი იახტა არსებობდა, მაგრამ დიზაინერებმა კიდევ უფრო განსხვავებული და გაუმჯობესებული რამის მოფიქრება მოახერხეს, რითაც ხელახლა განსაზღვრეს, როგორი შეიძლება იყოს ტრიმარანი.

ნუცა ხვედელიძე ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მოხვდა!

Viber, MIT, ვენჩურული ფონდები და სხვა — BTU-მ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად Techworking Georgia-ს უმასპინძლა