სპორტსმენებმა კარგად იციან, რომ კარგი შედეგები მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით კი არა, მენტალური გამძლეობით მიიღწევა, ფოკუსირებითა და ემოციების კონტროლით. თუმცა ბაზარზე არსებული ტარებადი მოწყობილობების უმეტესობა კვლავ გულისცემაზე, ნაბიჯებისა და კალორიების თვლაზეა ორიენტირებული. სწორედ ეს ხდის Nuromova N1 AI Sports Headband-ს განსაკუთრებულს — მენტალური მდგომარეობის აბსტრაქტული სამყარო რეალურ დროში გადმოაქვს და ქმედით მონაცემებად გარდაქმნის.
ელეგანტური, მსუბუქი თავის სამაგრია, აღჭურვილი პროფესიონალური დონის ელექტროენცეფალოგრამის (EEG) სენსორებით და AI ანალიტიკის ხელსაწყოებით. იმისთვის შეიქმნა, რომ ნებისმიერ დონეზე მყოფ სპორტსმენს უფრო ჭკვიანურად ვარჯიშში დაეხმაროს, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებასა და საკუთარი მდგომარეობის უკეთ გააზრებაში.
სუნთქვადი, ოფლის შემწოვი გარე ზედაპირი, რბილი შუა ფენა და გრილი საფარი, რომელიც სრიალისადმი მდგრადია, ინტენსიური ვარჯიშის დროსაც კომფორტულია გამოსაყენებლად. მსუბუქი და მინიმალისტურია, რითაც მაღალი დონის სპორტული აქსესუარების კატეგორიაში თავსდება.
მაგნიტური დამტენი და გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობა კი ენერგიის ამოწურვაზე ფიქრის გარეშე გაძლევთ საშუალებას, ყოველდღიურად ივარჯიშოთ.
აი, მაგია მაშინ ტრიალდება, როცა მოძრაობას იწყებთ — EEG სენსორები ტვინის სიგნალებს აფიქსირებს შუბლიდან და რეალურ დროში აანალიზებს ფოკუსირების, სტრესის, გამოფიტვისა და ემოციური ცვლილებების დონეებს. AI კი მყისიერ უკუკავშირს მოგაწვდით — თუ თქვენი ფოკუსი შემცირდება ან სტრესი მოიმატებს, ვიბრაციის ნაზ სიგნალს იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, შესწორებები შეიტანოთ თქვენს რუტინაში. გამოცდილების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, კომპანიონი აპლიკაციაც შეგიძლიათ, დაიხმაროთ.
ამგვარად, Nuromova N1 AI Sports Headband მენტალურ მდგომარეობას ისეთივე გაზომვადს ხდის, როგორსაც ფიზიკური მონაცემების შემთხვევაში ვართ შეჩვეული… საწყისი ფასი 599 დოლარია.












