Nuro-მ, ამერიკულმა რობოტიკის კომპანიამ, კალიფორნიაში თვითმართვადი მანქანების ამუშავების ნებართვა მიიღო, რომლებსაც მიწოდების სერვისისთვის გამოიყენებენ.
შტატის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის (DMV) გადაწყვეტილებით, კალიფორნიის მოსახლეობა სილიკონის ველზე (მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა) დაფუძნებული კომპანიის თვითმართვადი მანქანების სერვისით სარგებლობას შეძლებს.
ვიდრე რეალური მოხმარების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, Nuro-ს მანქანებმა ტესტირება გაიარა, რათა მის გამართულობასა და ეფექტურობაში დარწმუნებულიყვნენ.
სერვისის მოქმედება თვითმართვადი პრიუსის ავტომობილებით დაიწყება, რომლებსაც შემდგომ მოჰყვება Nuro-ს ელექტრონული R2 მანქანები.
Nuro-ს R2 ავტონომიურს მანქანას მგზავრისთვის ადგილი არ აქვს. მას გააჩნია ყველა ჩვეულებრივი სენსორი, კამერა, ლიდარი და რადარის ტექნოლოგია, რათა დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მივიდეს.
მომხმარებლები, რომლებიც R2-ის მიწოდების სერვისისთ ისარგებლებენ, მის გადაადგილებას აპლიკაციის საშუალებით ადევნებენ თვალს. ნუროს უფროსმა იურიდიულმა და პოლიტიკურმა ხელმძვანეღლმა დევიდ ესტრადამ განაცხადა, რომ თვითმართვადი მანქანების მიწოდების სერვისისთვის გამოყენება უდიდესი ნაბიჯია კალიფორნიელების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.