in

ექიმებმა კორონავირუსი მაორების ცეკვით დაგმეს, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრიტანელმა ექიმებმა კორონავირუსის დასაგმობად მაორების ცეკვა “ჰაკა” იცეკვეს. სტრესულ ვითარებაში მომუშავე მედპერსონალმა იფიქრა, რომ საკუთარი სიმტკიცისა და ვირუსის მიმართ აგრესიის გამოსახატად ეს ხერხი კარგი იყო. მათ ისიც თქვეს, რომ კაცობრიობა აუცილებლად იზეიმებს ამ ვირუსზე გამარჯვებას.

თუმცა, სამწუხაროდ ამ ყველაფერს კარგი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ ეს ცეკვა შეურაცხმყოფელი იყო ახალი ზელანდიის მკვიდრთათვის, რომლებისთვისაც ჰაკა თავიანთი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად კლიპი “შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია.”

ასევე არსებობს კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ბრიტანელი ექიმები მოდერნიზებულ ჰაკას ცეკვავენ. ეს ცეკვა ზემოხსენებულ ცეკვაზე ადრე გადაიღეს.

როგორია ტატუირებული კლასიკური ქანდაკებები? – იტალიელი არტისტის ნამუშევრები

Minecraft-ის რუკას პანდემიაზე სიმულაცია დაემატა