in ,

Nurses – ძეხვ „საექიმოს“ კამპანია სამედიცინო უნიფორმის გამოყენებით

“Nurses“ ხორცპროდუქტების „საექიმოს“ ძეხვის კამპანიის სახელწოდებაა, რომელიც 3 დღის წინ დაიწყო „კარფურში“ და კიდევ 2 კვირას გასტანს. იდეის ავტორი მარკეტოლოგი დავით კაკაურიძეა: „საკუთარ თავს დავუსვი ასეთი შეკითხვა: „რასთან ასოცირდება შენთვის ძეხვი საექიმო?“ და იდეებიც წამოვიდა. პირადად ჩემთვის, ღრმა ბავშობიდან მოყოლებული, ძეხვი „საექიმო“ ყოველთვის „თეთრ ხალათთან“ ასოცირდებოდა, მაგრამ რატომღაც, არასოდეს მინახავს ამ 2 დამოუკიდებელი დისციპლინის კავშირი“.

BOG
BOG

 

დავით კაკაურიძე: „კამპანიის კონცეფცია სწორედ პროდუქტის სახელწოდებასთან – „საექიმო“ ილინკება. იმისთვის, რომ კამპანია გამომეცოცხლებინა, გადავწყვიტე, შემემატებინა მეტი ინგრედიენტი, სულ ცოტა ინტრიგა და პიკანტური სამოსი, რისი საშუალებაც თავად სამედიცინო უნიფორმამ მომცა“.

„პროექტი დადასტურდა, პროგნოზიც გამართლდა და შედეგიც, მსგავსად კონცეფციისა, პოზიტიური აღმოჩნდა. აქციის მიმდინარეობისას, პრომოუტერთან კომუნიკაციაში შესული თითქმის ყველა ჩვენი მომხმარებელი ინტერესდებოდა:
-რატომ აქვს პრომოგოგონას  ქუდზე წითელი ჯვარი?
-პასუხი: აქცია გვაქვს „საექიმო“ ძეხვზე.
რეაქცია – ჰაჰაჰააააა!“

Seedstars Tbilisi 2017-ის გამარჯვებული ცნობილია!

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო სააგენტო ELL აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის მევენახეობა-მეღვინეობაში