იტალიამ მსოფლიოს მრავალი კულინარიული შედევრი გაუზიარა, ყველასთვის საყვარელი Nutella-ს ჩათვლით.
ბრენდის მშობელმა კომპანია ფერერომ იტალიის ტურიზმის ადმინიისტრაციასთან ერთად ახალ კამპანიაზე – „მიყვარხარ, იტალია“ – “Ti Amo Italia” იმუშავა.
კამპანიის ფარგლებში, NUTELLA-ს 30 ქილა გამოუშვეს, ეტიკეტის ახალი დიზაინით, რომელზეც იტალიის ისტორიული ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი.
იმის გამო, რომ ამჟამად, კორონავირუსმა მოგზაურობა შეუძლებელი გახადა, ახალ ეტიკეტებზე დატანილი QR კოდების დასკანერებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი სახლებიდან მყისიერი ვირტუალური ტური მოიწყონ იტალიის სხვადასხვა ადგილას.
View this post on Instagram