in

Nutella – ბედნიერებით სავსე ქილა

თხილიანი შოკოლადის სპრედით პირის მოთხუპვნა ბავშვობის საყვარელი მოგონებაა. Nutella-ს ტკბილეულის სიყვარული ბევრი დიდისთვისაც არ არის უცხო. Nutella-ს ისტორია იმაზე ძველია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მისი ამბავი მეორე მსოფლიო ომის დროიდან იწყება, როდესაც ბაზარზე კაკაოს დეფიციტი იყო. იმ დროისათვის, იტალიაში შეფმზარეული პიეტრო ფერერო ცხოვრობდა. მის ყურადღებას ეს დეფიციტი არ გამოჰპარვია და გადაწყვიტა რაიმე ეღონა. ამიტომაც, შექმნა სპრედი, რომელშიც თხილი და ცოტა შოკოლადი შეურია. სპრედის პატარა ბლოკები დაამზადა და გაყიდვა დაიწყო.

მომხმარებლები ამ ბლოკებს თხელ ფირფიტებად ჭრიდნენ და სენდვიჩებს აკეთებდნენ. ბავშვებს მალევე შეუყვარდათ სპრედის გემო, რამაც პროდუქტის პოპულარობა სწრაფად გაზარდა.

შემდეგ პიეტრომ გადაწყვიტა, ეს ბლოკები უფრო კრემისებრი ტექსტურით შეექმნა. ასეთი ფორმა ხელს შეუწყობდა სპრედის პურზე ადვილად წასმას. იდეაზე შეფმზარეულმა რამდენიმე დღის მანძილზე იმუშავა. შედეგად დამზადებულ პროდუქტს “Supercrema Gianduja” ეწოდა.

1964 წელს, საქმეში პიეტროს ვაჟი მიქელე ჩაერთო. ის მამის რეცეპტის გაუმჯობესებას ცდილობდა, რაც ბაზრისთვის საუკეთესო ხარისხის შეთავაზებას შეაძლებინებდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, შეიქმნა ბლომად კაკაოთი და თხილით შეზავებული მსუყე სპრედი. პიეტროს ვაჟმა ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა პროდუქტისთვის Nutella დაერქმია.

სახელი ორი სიტყვის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. პირველი ნაწილი – Nut თხილს ნიშნავს, ხოლო და Ella პოზიტიურობის აღმნიშვნელი სუფიქსია. შეამჩნევდით, რომ ასო N ლოგოში შავი ფერითაა გამოსახული, ხოლო დანარჩენი ასოები წითელია. სასაქონლო ნიშნის პრობლემების გამო, ფერეროს ასო N-ისთვის შავი ფერის შენარჩუნება მოუწია. საქმე ისაა, რომ ბაზარზე პოზიციონირებდა კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც იყენებდა სახელს Nutella. ბრენდინგის ამგვარი გადაწყვეტა განსხვავებულობის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

Nutella-ს ამბავი, იმ ფორმით, როგორსაც ახლა ვიცნობთ, 1964 წლიდან იწყება. მას შემდეგ, ბრენდმა მოახერხა და უამრავი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

როგორია 2022 წლის სარეკლამო ტექნოლოგიები

როგორ იქცა შეყვარებულის ნახვის სურვილი მილიონიან ბიზნესად – Zoom-ის წარმატების ისტორია