Nutella-მ, წინასაახალწლოდ, კამპანია, სახელწოდებით “Nutellino Christmas Spread“ – „ნუთელინოს საახალწლო გავრცელება“ წამოიწყო. ბრენდის 30 გრამიან პაწაწინა ქილებში 2 ჩაის კოვზი შოკოლადია. მისი ფასი კი, 1 ამერიკულ დოლარს შეადგენს. Nutella-ს ლოიალურმა მომხმარებლებმა ახალი ქილები უკვე საშობაო ნაძვის ხის სათამაშოდაც გამოიყენეს.














