ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში კომპანიონი ცხოველების აყვანის მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა მათთვის განკუთვნილ საკვებზე. 2023 წელს ნუტრიმაქსმა საქართველოში გახსნა საწარმო, რომელიც ძაღლებისა და კატების მშრალ საკვებს აწარმოებს. დღესდღეობით, საქართველოში „ნუტრიმაქსის“ პროდუქტებით დაახლოებით 45,000 კომპანიონი ცხოველი იკვებება. კომპანიის ერთ-ერთი ბრენდია Competento, რომელიც პრემიუმ ხარისხის მშრალ საკვებს ქმნის კომპანიონი ცხოველებისთვის. პროდუქტი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე და მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ისე უბნის ზოომაღაზიებში. ბრენდმა ცხოველებისთვის ხარისხიანი კვების უზრუნველყოფის გარდა, მიზნად კომპანიონ ცხოველებთან ურთიერთობისა და მოვლის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაისახა. კომპეტენტოს ბრენდზე, მის ხარისხსა და სოციალურ მისიაზე კომპანიონი ცხოველების მიმართულების ბრენდების ხელმძღვანელი, გიორგი გვასალია გვესაუბრა.
M: როგორ დაინახეთ ბაზარზე საჭიროება, რამაც კომპანიონი ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების წარმოებისკენ გიბიძგათ?
კომპანიონი ცხოველების ინდუსტრია ყოველწლიურად მზარდია და მასზე განსაკუთრებული გავლენა Covid 19-ის პანდემიამ იქონია. ბოლო წლებია უფრო და უფრო მეტი ადამიანი უკავშირებს ცხოვრებას კატებთან და ძაღლებთან ურთიერთობას და მათ ზრუნვასა და კვებაზე იღებს პასუხისმგებლობას.
ჩვენი რეგიონი ძირითადად იმპორტზე იყო დამოკიდებული და კომპანიონი ცხოველების საკვები/საკვები დანამატები საზღვარგარეთიდან შემოდიოდა, ძირითადად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და თურქეთიდან.
ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბაზარზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დავინახეთ პოტენციალი გავმხდარიყავით რეგიონისთვის კომპანიონი ცხოველების ხარისხიანი საკვების მწარმოებელი კომპანია.
კომპანია „ნუტრიმაქსს“ ცხოველთა (სასოფლო-სამეურნეო მიმართულების) საკვების წარმოების 15-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. 2023 წელს, ავაშენეთ რიგით მე-2 თანამედროვე სტანდარტების საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 25,000 ტონამდეა და სპეციალიზებულია კატებისა და ძაღლების მშრალი საკვების წარმოებაზე.
M: როგორია Competento – რა გამოარჩევს მისი ალტერნატიული პროდუქტებისგან?
კომპეტენტო კომპანიონი ცხოველების საკვებია, რომელიც კომპეტენტურ მშობლობას გიმარტივებს და ემყარება რწმენას, რომ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვა არის პასუხისმგებლობა, რომელიც სიყვარულთან ერთად კომპეტენციასაც საჭიროებს.
ბრენდმა ხელმისაწვდომი გახადა საქართველოში წარმოებული ძაღლებისა და კატების საკვები, რომელიც უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითაა დამზადებული, სრულად აკმაყოფილებს ოთხფეხა მეგობრების მოთხოვნილებებს და გამორჩეული გემოვნური თვისებები აქვს.
M: სად არის ხელმისაწვდომი Competento ამ დროისათვის?
კომპეტენტო ბაზარზე სულ რამდენიმე კვირაა გამოჩნდა და ხელმისაწვდომია უბნის ზოომაღაზიებსა და ონლაინ მაღაზიებში. ვმუშაობთ, რათა პროდუქტები მაქსიმალურად სწრაფად მოვახვედროთ მომხმარებლებისთვის კომფორტულ სხვადასხვა არხში.
M: რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ Competento-ს პროდუქტი პრემიუმ ხარისხისაა?
პირველ ეტაპზე კომპეტენტომ პროდუქტები სხვადასხვა ზომისა და ასაკის ძაღლებისა და კატებისთვის შექმნა, ყველაზე მოთხოვნადი გემოებით – ქათმითა და ბრინჯით. პროდუქტების შემადგენლობაშია ოთხფეხა მეგობრებისთვის სასარგებლო ხილი და ბოსტნეული. მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით,
კომპანიის 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ზრუნავს, რომ პროდუქტები უმაღლესი სტანდარტების დაცვით დამზადდეს და საწარმოო პროცესები ხარისხიანად და ეფექტურად წარიმართოს. თითოეული პროდუქტი შექმნილია პროფესიონალი ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების მიერ და ბაზარზე გამოჩენამდე, მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს გადის.
M: გვიამბეთ, რა გამოცდილება დგას ამ პროდუქტის წარმოების უკან?
კომპეტენტოს გამოჩენამდე 1 წელზე მეტია, რაც საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის და მოლდოვის ბაზრებზე წარმოდგენილია „ნუტრიმაქსის“ მიერ წარმოებული ძაღლისა და კატის საკვების ბრენდები: Winny, Simpo, Skippy, Franky.
საქართველოში ოპერირების პირველსავე წელს მშრალი საკვების ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დავიკავეთ და თვიურად 350 ტონამდე ჩვენ მიერ წარმოებული ძაღლისა და კატის საკვები იყიდება. დღეს დაახლოებით 25,000 ძაღლი და 20,000 კატა ჩვენ მიერ წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქტებით იკვებება.
M: როგორია Competento, როგორც ბრენდი და რა ღირებულებებს ემსახურება ის?
ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც უკვე ჰყავს ძაღლი ან/და კატა, ან მათ აყვანას აპირებს, არ აქვს წვდომა კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებულ ხარისხიან და კომპეტენტურ ინფორმაციასთან (შერჩევა, მოვლა, კვება და ა.შ). შესაბამისად, ხშირად ეს ადამიანები გადაწყვეტილებას არასწორ და არაკომპეტენტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ, რაც, საბოლოოდ, კატებისა და ძაღლების კეთილდღეობაზე ცუდად აისახება.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპეტენტო კომპეტენტური ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებით დაეხმარება, კომპანიონი ცხოველების მშობლებსა და იმ ადამიანებს, ვინც სამომავლოდ ძაღლის ან კატის აყვანას აპირებს. გავუზიარებთ, როგორ იზრუნონ ოთხფეხა მეგობრების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე, როგორც ეს მართლა საჭიროა.
ჩვენ მიერ გაზიარებულ ცოდნას მეტ სიზუსტესა და პრაქტიკულობას კვალიფიციურ ვეტერინარებთან და ნუტრიციოლოგებთან თანამშრომლობა სძენს. კომპეტენტური ცოდნის გავრცელებით, ჩვენ არა მხოლოდ კომპანიონი ცხოველებისა და მათი მშობლების ინდივიდუალურ ცხოვრებას ვაუმჯობესებთ, არამედ უფრო ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებასაც ვუწყობთ ხელს.
M: თქვენი საზრუნავი არამხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შექმნაა, არამედ კომპანიონი ცხოველების მოვლის შესახებ ცნობიერების ამაღლება – რა იგულისხმება ამაში და როგორ გეგმავთ?
როგორც აღვნიშნე, ინდუსტრიაში კომპეტენტური ცოდნის ნაკლებობაა. მითებითაა გაჯერებული საინფორმაციო სივრცე კომპანიონი ცხოველების მოვლის შესახებ. სწორი მოვლა კი ცხოველების კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. ცნობიერების ამაღლების კუთხით ვახორციელებთ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს და ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან და ადამიანებთან, რომლებისთვისაც ეს თემა ისეთივე აქტუალური და მტკივნეულია , როგორც ჩვენთვის. კომპეტენტოს ვებგვერდის მთავარი მიზანიც ცნობიერების ამაღლებაა. ამ არხით ადამიანებს ექნებათ საშუალება სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
M: როგორ გეგმავთ ბრენდის სამომავლო განვითარებას?
კომპეტენტო მუშაობს მშრალ საკვებში სხვა მოთხოვნადი პროდუქტების დამატებაზე, ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას სველი საკვების დამატებით ვგეგმავთ.
პროდუქტები სულ მალე ხელმისაწვდომი გახდება რამდენიმე ქვეყანაში და როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე იარსებებს, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ასწავლოს კომპანიონ ცხოველებზე კომპეტენტური ზრუნვა და სიყვარული.
[R]