in

წარმატებული ქართველი ლონდონში – ნუცა თოხაძის სტარტაპი და თანამშრომლობა უმსხვილეს კომპანიებთან

წარმატებული ქართველების შესახებ ხშირად გიყვებით და დღესაც ერთი ასეთი ადამიანი გვსურს, გაგაცნოთ. ეს არის ნუცა თოხაძე, რომელსაც ბევრი პროფილი, ცოდნა და გამოცდილება აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მისი მთავარი რეგალია ანტრეპრენერია. ის დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში საქმიანობს.

ვიდრე ნუცა თვითონ გვიამბობს საკუთარ თავზე, ჩვენ გეტყვით, რომ ის პროფესიით ეკონომისტი და მათემატიკოსია. საქართველოში ცხოვრების დროს, ფაქტობრივად, ყველა სექტორში მიიღო გამოცდილება, როგორც კერძო, ისე საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ასევე, წერდა სტატიებს ეკონომიკასა და ბიზნესზე და კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის მიმართულებით.

შედეგად, დააგროვა მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის, ბიზნესის და მონაცემთა მეცნიერების განხრით. ოთხი წლის წინ ბრიტანეთში გადავიდა და ჯერ შოტლანდიაში დაასრულა მათემატიკის მაგისტრატურა, კერძოდ კი „სტატისტიკისა და მონაცემთა მეცნიერების” მიმართულებით, მერე  ლონდონში გადავიდა, სადაც საკმაოდ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს და, პარალელურად, საკუთარი სტარტაპის შენების პროცესშია.

ნუცა თოხაძე:

არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდში, მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, ვახორციელებდი კვლევებს საზოგადოებისთვის აქტუალურ ეკონომიკურ და ბიზნესთემებზე, როგორებიცაა: ეკონომიკის ზრდა, სახელმწიფო ვალი, სახელმწიფო ბიუჯეტი და სხვა. კერძო სექტორში გადასვლის შემდეგ კვლავ ვატარებდი როგორც მაკრო, ისე მიკროეკონომიკურ კვლევებს, თუმცა უკვე კერძო კომპანიებისთვის. ვეხმარებოდი კომპანიებს ზრდაში, ბიუჯეტის ეფექტიანად ხარჯვაში და ინვესტიციების წარმატებულ განხორციელებაში 

საქართველოში ჩემი ბოლო სამსახური იყოინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში“, რაც, შეიძლება ითქვას, რომ აერთიანებდა ჩემს იქამდე მიღებულ ყველა ცოდნასა და გამოცდილებას.

დიდ ბრიტანეთში გადმოსვლის შემდეგ კომპანიებს კვლავ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაში, ეფექტიან დაგეგმვასა და მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებში ვეხმარები მარკეტინგის მიმართულებით, სადაც მონაცემთა მეცნიერებას ძალიან აქტიურად ვიყენებ. მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე ვურჩევ კომპანიებს, თუ რომელ მარკეტინგულ არხში უნდა განახორციელონ ინვესტიცია, რათა მათი მოგება გაიზარდოს 

M: ნუცა, ცოტა ხნით წარსულში გადავიდეთ და მოგვიყევით, როგორ დაინტერესდით ამ პროფესიებით

ჩემი განათლება მრავალფეროვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ექიმები მყავს, თავიდან ბიოლოგიურზე ჩავაბარე, თუმცა მალე მივხვდი, რომ მთელი ცხოვრების ლაბორატორიაში გატარება არ მხიბლავდა, ამიტომ ეკონომიკა და ბიზნესზე გადავედი, რომელიც წარჩინებით დავასრულე

მაგისტრატურა უკვე მათემატიკის განხრით ავირჩიე, რადგან ის არის ბაზისი არა მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის, არამედ თითქმის ყველა დარგის: ხელოვნების, მედიცინის და .. ცნობილი გამოთქმაა, რომმათემატიკა სამყაროს ენაა“

მაგისტრატურის წარჩინებით დასრულების შემდეგ იყო ეკონომიკის დოქტორანტურა, რომელიც წელიწადნახევარში გავწყვიტე, რათა წავსულიყავი დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად, ედინბურგში და მესწავლა MSc Statistics with Data Science. ეს ფაკულტეტიც წარჩინებით დავასრულე და დღეს უკვე ჩემ მიერ მიღებულ ყველა ცოდნასა თუ გამოცდილებას საკუთარი სტარტაპის აწყობაში ვიყენებ.

M: როგორც ვიცით, თქვენ ხართ Omnicom Media Group-ის წევრი. რა არის თქვენი როლი და როგორ ეხმარებით კერძო სექტორს?

ამ ეტაპზე ვმუშაობ Omnicom Media Group Holding-ში, რომელიც გლობალური, მარკეტინგისა და მედიაკომუნიკაციების ამერიკული კომპანიაა და რომლის სათავო ოფისიც ნიუიორკშია. მე ლონდონის ოფისში მისი ერთერთი სააგენტოს, Annalect Group-ის მონაცემთა მეცნიერების გუნდის Technical capability-ის ქვეგუნდში უფროსი ანლიტიკოსი და პროექტის ხელმძღვანელი ვარ. ამ პოზიციის ფარგლებში, ევროპისა და აზიის ბაზარზე დიდ კომპანიებს ვეხმარებ ყოველწლიური მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიან დაგეგმვაში და ინვესტიციების წარმატებულ განხორციელებაში მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის გამოყენებით. ამ ეტაპზე პროექტი, რომელსაც ვხელმძღვანელობ, მოიცავს ერთერთი დიდი კომპანიისთვის ყოველწიური მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიან დაგეგმვას და ამ მიმართულებით წარმატებული ინვესტიციების განხორციელებას 9 ბაზარზე: დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, საუდის არაბეთისა და ემირატების.

M: როგორ ეძებთ მიზეზშედეგობრივ კავშირებს ბიზნესსაქმიანობაში?

მიზეზშედეგობრივ კავშირებს მონაცემთა მეცნიერების გამოყენებით ვადგენ. უფრო კონკრეტულად, Bayesian statistics, supervised and unsupervised learning-ების გამოყენებით, მათემატიკური მოდელების აგებით და სხვა. ამაში კი ეკონომიკისა და მათემატიკის ღრმა ცოდნა მეხმარება, განსაკუთრებით მათემატიკის, რომელშიც როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი მიმართულებით მაქვს ძალიან კარგი განათლება.

M: პარალელურად მართავთ საკუთარ სტარტაპს, VASO AI. ბაზარზე არსებულ რა საჭიროებებს პასუხობს ის და განვითარების რა ეტაპზეა?

VASO AI LTD 2023 წლის მაისში დავაარსე, რადგან ჩემში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება უკვე ითხოვდა რეალიზებას საკუთარი კომპანიის შექმნის მიმართულებით. მქონდა რამდენიმე იდეა, ამასობაში დავაგროვე კარგი სამუშაო გამოცდილება ლონდონში, შევისწავლე ბაზრები, ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიცირება მოვახდინე, დავამყარე შესაბამისი კონტაქტები და ამ ზაფხულს დავიწყე იდეის აქტიურად  დამუშავება.

ჩემი სტარტაპის მიზანია, მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, მიახლოებული სიზუსტით გაზომოს მიზეზშედეგობრივი კავშირები მოვლენებს შორის, რაც დღეს დიდი გამოწვევაა ძალიან ბევრ სექტორში, როგორებიცაა ეკონომიკა, ბიზნესი, მედიცინა და სხვა. ჩემი სტარტაპი დაეხმარება სახელმწიფო სექტორს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის უფრო სწრაფ და ეფექტიან დაგეგმვაში და, შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაში, ხოლო კერძო სექტორს კი ბიუჯეტის დაგეგმვასა და ინვესტიციების წარმატებით განხორცილებაში, რაც, საბოლოოდ, გაზრდის მის მოგებას. სტარტაპი ასევე ძალიან დაეხმარება სამედიცინო სფეროს, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზების სწრაფ და ეფექტიან იდენტიფიცირებაში

სტარტაპი ახლა განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ვმუშაობ ბიზნესგეგმაზე, გუნდის ჩამოყალიბებასა და პროდუქტზე, ოქტომბერნოემბრისთვის ვაპირებ Pre-Seed-funding-ზე მონაწილეობის მიღებას. მოკლედ, ყველაფერს ვაკეთებ მისი წარმატებისთვის, თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი სხვა იდეა, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მაქვს ეკონომიკის, ბიზნესის და მონაცემთა მეცნირების მიმართულებით, ამიტომ, თუ ერთი სტარტაპი არ გამოვა, რომელიმე მაინც აუცილებლად გამომივა.

[R]

„რას დავუტოვებ მსმენელს კონცერტის შემდეგ, ეს არის ფიქრი, რომელიც „წინ და წინ“ სვლის საშუალებას მაძლევს“ – მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში

როგორ გახდა Colgate-Palmolive ჰიგიენური პროდუქციის წამყვანი ბრენდი