in

Nvidia 3D კონტენტის შესაქმენლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

veon
veon

ამბავი ასეთია — Nvidia 3D კონტენტის სამყაროში აბიჯებს, თუმცა ამას მარტო კი არა, ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობით აპირებს. Shutterstock-სა და Adobe-სთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს 3D დიზაინის პროცესის გასამარტივებლად გამოიყენებს. აქ Nvidia-ს Edify-ზეც საუბრობენ, მულტიმოდალურ გენერაციულ AI არქიტექტურაზე, რომელსაც შემოქმედებითი კონტენტს წარმოება სხვადასხვა ფორმატში შეუძლია. გასულ წელს კი გააცნეს მომხმარებლებს, მაგრამ უახლესი განახლება სწორედ ახლა აძლევს მათ საშუალებას, შექმნან 3D ობიექტები ტექსტური აღწერილობებითა თუ ფოტოების დახმარებით.

ამგვარად, Shutterstock თავისი 3D AI Generator-ით პირდაპირ მოქმედებაზე გადადის — მასში აერთიანებს API-ს, რომელიც კრეატორებს საშუალებას აძლევს, Edify-ის შესაძლებლობები 3D ობიექტების ტექსტით ან ვიზუალით შესაქმნელად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს სცენის პროტოტიპის შესაქმნელად საჭირო დროს, რითაც მხატვრებს საშუალება აქვთ, მეტად კონცენტრირდნენ პერსონაჟისა თუ ობიექტების დახვეწაზე. 

ამასთან, Adobe-სა და Nvidia-ს თანამშრომლობაც უფრო მასშტაბური ხდება გეგმებით, რომ Edify-ის 3D გენერაციული ტექნოლოგია Creative Cloud-სა და Firefly AI ხელსაწყოებს დაამატონ. ეს კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გასვლას ნიშნავს, რაც უკვე მილიონობით დიზაინერსა და კონტენტ კრეატორს მისცემს ფუნქციით სარგებლობის საშუალებას. 

Getty Images კი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს დაეყრდნობა, რათა მეწარმეებს ბრენდზე მორგებული, დახვეწილი გამოსახულებები მიაწოდოს — სერვისებს ექნებათ თვითმომსახურების მეთოდი, რათა ატვირთონ საკუთარი მონაცემთა ბაზები, განიხილონ ავტომატურად გენერირებული თეგები, წარადგინონ დახვეწილ ამოცანები და განიხილონ შედეგები მანამ, სანამ წარმოებაში ჩაუშვებენ.

მეტიც, გვეუბნებიან, რომ კომერციული მიზნებისთვის უსაფრთხოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ, რადგან Nvidia უზრუნველყოფს, რომ Edify-ის მიერ გამოყენებულ მასალაში საავტორო უფლებები დაცული იყოს. ამგვარად, 3D კონტენტის შექმნა მხოლოდ სწრაფად და მარტივად კი არა, უსაფრთხოდაც შეგიძლიათ.

რესტორანი კოსმოსში — Space Perspective-ის კონცეფცია

30%-იანი ფასდაკლება Visa-სგან Bolt-ის ახალ მგზავრებს!