in

Nvidia მომხმარებლებს AI ექთნების სერვისს სთავაზობს

M2

მალე, შესაძლოა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ექიმთან ვიზიტამდე ხელოვნურ ინტელექტთან გასაუბრებას მოიცავდეს… ყოველ შემთხვევისთვის Nvidia და Hippocratic AI მსგავსი რეალობის წარმოდგენაში გვეხმარებიან — გენერაციული AI-ით გაძლიერებულ ვირტუალურ ექთნებს გვთავაზობენ, რათა ჯანდაცვის სისტემის ტვირთიც შეამსუბუქონ და ხარჯებიც.

AI ექთნებს ვიდეო კონსულტაციების მთელი საათის მანძილზე ჩატარება შეუძლია, სამედიცინო რჩევების მოცემაც და შემდგომში ამის მოხსენება თქვენი რეალური ექიმისთვის. ოპერაციამდე და მის შემდგომ კი საჭირო ინფორმაციებს შეგახსენებთ. თანაც მათი მომსახურების მიღება საკმაოდ ხელმისაწვდომია — AI ექთანს მომხმარებლებმა საათში მხოლოდ 9 დოლარი უნდა გადაუხადონ. ასე დახმარების მიღება ხომ უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ასევე, შესაძლოა, ეს კლინიკებს პირველი ხაზის თანამშრომლების დეფიციტის პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმაროს. 

პაციენტებს შეუძლიათ, AI ასისტენტებს მათი საჭიროებებისა და დიაგნოზის მიხედვით მიმართონ, აირჩიონ ექთნები, რომლებიც დახელოვნებულნი არიან ყველაფერში, დაწყებული ინსულტიდან, დამთავრებული ჰიპერტენზიით. მომხმარებლებს AI ასისტენტების დაქირავება იმისთვისაც შეუძლიათ, რომ მან ყოველდღიურად შეამოწმოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც უნდა გითხრათ — ციფრული პერსონალის წევრებს ასობით რეალური ექთანი და ფიზიკოსი აფასებს…

გენერაციული AI-ით გვაქვს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ ჯანდაცვის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებებს. შეგვიძლია, პერსონალის დეფიციტი შევამსუბუქოთ და ამასთან, მაღალი ხარისხის მკურნალობაზე წვდომა გავზარდოთ. ხოლო Nvidia-ს ტექნოლოგიური ნაკრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის ინფორმაციების დაუყოვნებლივ მისაწოდებლად, რათა ბუნებრივად დაამყარონ ემოციური კავშირი Hippocratic-ის Generative AI Healthcare Agents-თან, — აცხადებს მუნკალ შაჯი, Hippocratic AI-ის თანადამფუძნებელი.

ამგვარად, Hippocratic არ გვთავაზობს ციფრულ ექიმებს, რადგან არ სწამთ, რომ გენერაციული AI საკმარისად უსაფრთხოა დიაგნოზის დასასმელად. ამიტომ, მშვიდადაც შეგიძლიათ იყოთ, მათი მესიჯი საკმაოდ მკაფიოა — ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, აუცილებელი იყოს სამუშაო ძალის დატვირთვის შესამსუბუქებლად, თუმცა ჯანდაცვის სფეროში ადამიანებს იგი ჯერ ვერ ჩაანაცვლებს. 

ამერიკა – ეს მხოლოდ დასაწყისია…

„დაპოსტვას რა უნდა” – მარიამ კერესელიძე კონტენტმარკეტინგის შესახებ