ხელოვნური ინტელექტი იმდენად სწრაფად განვითარებადი გახდა, რომ ადამიანებმა ამ ტემპის შენელებისთვის პეტიციაც კი შეადგინეს… გარკვეულწილად იმიტომ, რომ თავდაცვის სისტემების შემუშავება ხდება საჭირო. დიახ, ამ შესაძლებლობას თან შეცდომები და საზიანო თავდასხმები მოჰყვება, განსაკუთრებით კი ჩეტბოტების შემთხვევაში. კარგი ის არის, რომ Nvidia-მ უკვე მიაგნო პრობლემის მოგვარების გზას და იგი NeMo Guardrails-ის სახელით გაგვაცნო.
ეს სახელმძღვანელო წესების ნაკრებია, რომელიც ჩეტბოტებს დეზინფორმაციების, ტოქსიკური კომენტარებისა და რასისტული პასუხების თავიდან აცილებაში ეხმარება. დეველოპერებს შეუძლიათ, საკუთარ ენობრივ მოდელებს ასწავლონ იგი, რათა მიჰყვნენ კონკრეტულ წესებსა და უსაფრთხოების ზომებიც დაიცვან. ეს მათ დასახული მიზნის მიღწევაშიც დაეხმარება…
ერთ-ერთი ღირებული ფუნქცია მათ შორის, რასაც NeMo Guardrails კომპანიებს სთავაზობს, უსაფრთხოების ლიმიტების დაწესებაა. ეს კი იმას უზრუნველყოფს, რომ LLM-ები ზუსტ ინფორმაციებს იყენებდნენ მომხმარებლებისთვის პასუხის გასაცემად. მეტიც, უსაფრთხოების წესები ტოქსიკური პასუხებისა და საზიანო კოდების გაგზავნის ალბათობას ამცირებს. მისი დახმარებით, არც ჰაკერები, არც რასისტული და არც ცუდი კომენტარები შეგაწუხებთ.
NeMo Guardrails ღია კოდის წყაროს გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ინტეგრირება ყველა ინსტრუმენტში მარტივად მოხერხდება. ეს მას მოსახერხებელსა და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის, მიუხედავად მათი ცოდნისა კონკრეტულ დარგში. იგი ChatGPT-სთან მუშაობისთვისაც არის შექმნილი…
„Nvidia-მ რამდენიმეწლიანი კვლევის პროდუქტი NeMo Guardrails შექმნა, რათა ხელი შეუწყოს AI-ს უსაფრთხოდ მუშაობას და დეველოპერების უზარმაზარ ენერგიას. ეს ყველაფერი კომპანიებს დაეხმარება, თავიანთი ჭკვიანი მომსახურებები უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხებს შეუსაბამონ“, — აცხადებენ კომპანიაში.