in

როგორ იქცა Nvidia ხელოვნური ინტელექტის ბაზრის ინდიკატორად

ტექნოლოგიურ სამყაროში ახალი ერა დადგა. Nvidia სვამს კითხვას, რომელიც ყველა ინვესტორს აინტერესებს – ხელოვნური ინტელექტის ბუმი რეალური რევოლუციაა თუ არა? უპრეცედენტო წარმატების მიღწევით, Nvidia-მ 4 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულების ზღვარი გადალახა. მას შემდეგ, კომპანიის აქციების ფასმა კიდევ 13%-ით აიწია, რაც ინვესტორებისთვის დამატებით 500 მილიარდი დოლარის დოვლათს ნიშნავს.

ტექნოლოგიური სექტორი მნიშვნელოვან ძვრებს განიცდის 2022 წლის ბოლოდან, როდესაც OpenAI-ის ChatGPT-მა დაიპყრო  ციფრული სამყარო. ეს მომენტი შეიძლება შევადაროთ iPhone-ის გამოჩენას 2007 წელს – ორივემ ფუნდამენტურად შეცვალა თამაშის წესები.

ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციამ არა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიები, არამედ მთლიანი საფონდო ბაზარიც გააძლიერა. S&P 500-მა 2022 წლის ბოლოდან 68%-იანი ზრდა დააფიქსირა, რასაც დიდწილად ინვესტორთა ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი უდევს საფუძვლად.

თუმცა, ზრდის ამ მომენტში ბაზარზე ფრთხილი ხმებიც ისმის. MIT-ის კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის პროექტების 95% წარუმატებელია. OpenAI-ის ხელმძღვანელობამაც კი გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე ე.წ. ბუშტის ფორმირება ხდებოდეს.

გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ფინანსური მაჩვენებლებიც. Nvidia-ს აქციები ივაჭრება მომავალი შემოსავლების დაახლოებით 40-მაგი ოდენობით, რაც ორჯერ აღემატება ტრადიციულ გონივრულ დონეს. ტექნოლოგიური გიგანტების – Microsoft-ის, Amazon-ის, Meta-სა და Alphabet-ის საბაზრო ღირებულებაც ასტრონომიულ რიცხვებს აღწევს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Nvidia-ს შემოსავლები წინა წელთან შედარებით 53%-ით გაიზრდება, დაახლოებით 46 მილიარდ დოლარამდე. ეს ზრდა ასახავს ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის მიმდინარე კონკურენციას, რომლებიც კოლექტიურად 325 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებზე.

თუმცა, ზრდის ტემპი ნელდება. თუ პროგნოზები გამართლდება, Nvidia-ს შემოსავლის ზრდა უკანასკნელ კვარტალში მნიშვნელოვნად ჩამორჩება გასული წლის 122%-იან მაჩვენებელს.

პოლიტიკურმა ფაქტორებმაც იმოქმედა კომპანიაზე. პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკამ ჩინეთთან Nvidia-ს ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ჩინეთში გაყიდვების აკრძალვის შედეგად კომპანიამ პირველ კვარტალში 4.5 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა და პროგნოზირებდა, რომ შეზღუდვები გასულ კვარტალში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის გაყიდვების დაკარგვას გამოიწვევდა. ტექნოლოგიური რევოლუციის ეს ახალი ტალღა განაგრძობს ბაზრის ფორმირებას. საკითხი მხოლოდ ისაა, როგორ განვითარდება ეს ისტორია.

წყარო: Fastcompany

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ბიზნესის მიმართულებით 16 ჯილდო მიიღო

ფინანსური ანალიტიკის მიღმა – ინტერვიუ საბა ამირიძესთან, საქართველოს ბანკის პროექტების ფინანსური ანალიტიკის ჯგუფის უფროსთან