GTC 2025-ზე Nvidia-მ პერსონალური AI სუპერკომპიუტერების დებიუტი შემოგვთავაზა — DGX Spark და DGX Station. კომპიუტერები მომხმარებლებს პროტოტიპების შექმნის, დახვეწისა და AI მოდელზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
„ეს AI ეპოქის კომპიუტერია. სწორედ ასეთი ვიზუალის იქნება და ასე იმუშავებს კომპიუტერები მომავალში“, — აცხადებს ჯენსენ ჰუანგი, კომპანიის CEO.
GB10 Grace Blackwell Superchip-ის დახმარებით DGX Spark წამში 1000 ტრილიონამდე ოპერაციას ასრულებს. DGX Station კი მომხმარებლებს Nvidia-ს GB300 Grace Blackwell Ultra Desktop Superchip-ს 784-გიგაბაიტიან მეხსიერებასთან ერთად სთავაზობს.
DGX Spark უკვე ხელმისაწვდომია, DGX Station-ს კი წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.
„AI აგენტებს ყველგან შეხვდებით, როგორ იმუშავებს ისინი, სად იმუშავებს ან ჩვენ როგორ ვამუშავებთ, ფუნდამენტურად განსხვავებული იქნება, ამიტომაც გვჭირდება კომპიუტერების ახალი ხაზი და აი, ისიც“: