in ,

20 გზა, თუ როგორ შეცვლის Nvidia-ს AI მარკეტინგს

მარკეტერებში იშვიათად იწვევს ინტერესსა და ემოციებს ტექნოლოგიური კონფერენციები, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითად, Nvidia-ს GTC. ეს არის ადგილი, სადაც განიხილება ყველაზე დიდი AI მიღწევები, რომლებიც ადგენს დღის წესრიგს ინდუსტრიებისთვის. 

წლევანდელ Nvidia-ს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი საუბრობდა ისეთ თემებზე, თუ როგორ შეიძლება ბრენდების შექმნა, კომუნიკაცია და დაკავშირება ტექნოლოგიის დახმარებით. ამის საპირწონედ, ქვემოთ რამდენიმე სიახლეს გაგაცნობთ:

  1. Nvidia-ს ახალი Blackwell Ultra პლატფორმა საშუალებას აძლევს AI-ს, ადამიანივით იფიქროს. სამომავლოდ კი პროგნოზები კიდევ უფრო ჭკვიან ასისტენტებზე კეთდება, რომლებიც ნაკლებად ჰგავს კოდს და უფრო ჰუმანურია;
  2. ბიუჯეტური AI კამპანიები: Dynamo-ს ღია ფრეიმვორკი მარკეტერებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ AI-ზე ორიენტირებული კამპანიები;
  3. Google-ის ახალი AI wingman: Nvidia და Google ავითარებენ ერთობლივ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი ქმედებების განხორციელება. სააგენტოებისთვის ის გამოსადეგი იქნება კრეატიული ტესტირებისთვის, მომხმარებელთა კვლევისთვის და მედიაგეგმისთვის;
  4. Oracle – Nvidia-სთან პარტნიორობით იგი აძლიერებს საწარმოს პროგრამულ უზრუნველყოფას, აკეთებს სწრაფ ავტომატიზაციას და ფოკუსირდება მონაცემთა მძლავრ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ჩაშენებულია ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში;
  5. დაბალი ღრუბლოვანი გადასახადები – Nvidia-ს კავშირი მონაცემთა საცავებთან გახდის AI ინფრასტრუქტურას უფრო იაფსაც და ეფექტურსაც. ეს ნიშნავს შემცირებულ წარმოების ხარჯებს აუდიტორიის მოდელირებიდან კრეატიულ რენდერებამდე;
  6. უსასრულო მასშტაბები ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებისთვის – Nvidia-ს Spectrum-X ქსელის ტექნოლოგიას ახლა შეუძლია დააკავშიროს მილიონობით GPU (გრაფიკული დამუშავების ტექნოლოგია), რაც ხელს შეუწყობს მედიის აჩქარებას და კონტენტის მოკლე დროში წარმოებას;
  7. DIY AI სუპერკომპიუტერები, ეს არის ახალი გზა პერსონალური გენერაციული AI მოდელების შესაქმნელად მესამე მხარეზე დამოკიდებულების გარეშე;
  8. კვანტური გამოთვლები მარკეტერებისთვის: Nvidia-ს კვანტური კვლევითი ცენტრი სთავაზობს პროგნოზირებად ანალიტიკას, შემდეგი თაობის ოპტიმიზაციასა და რეალურ დროში შეთავაზებების შექმნას;
  9. ღია AI აგენტები – გაუადვილებს ბრენდებს ინტელექტუალური ასისტენტების, მომხმარებლებთან მოსაუბრე ბოტებისა და შიდა AI ინსტრუმენტების შექმნას ბიუჯეტის დახარჯვის გარეშე;
  10. ამინდის მონაცემები – Nvidia-ს Earth-2 გამოიყენება ამინდის პროგნოზის დადგენის გასაუმჯობესებლად. მარკეტერებისთვის, რომლებიც მართავენ ღონისძიებებს ან გარე აქტივობებს, ეს ხელსაწყო საქმეს გაუადვილებს;
  11. AI-ზე მომუშავე მომხმარებელთა მომსახურების ბოტები: Nvidia-ს Isaac Gr00t N1 არის პირველი ღია ჰუმანოიდური რობოტი. მართალია, ჯერ ადრეულ ფაზაშია, მაგრამ უკვე ხელშესახებ პერსპექტივად ინერგება;
  12. Omniverse – Nvidia-ს Omniverse AI OS ფართოვდება უფრო მეტ ინდუსტრიაში. მარკეტერებს შეუძლიათ, გამოიყენონ ის 3D სამყაროების, ვირტუალური შოურუმებისა და ბრენდირებული გამოცდილების შესაქმნელად – უფრო მარტივად და მასშტაბურად;
  13. მარტივი ვირტუალური პროტოტიპები: Cosmos World Foundation-ის მოდელები დაეხმარება ბრენდებს, შექმნან ვირტუალური პროდუქტები და შეამოწმონ სივრცეები უფრო სწრაფად. იდეალურია კრეატიული პროტოტიპებისთვისა და ელექტრონული კომერციისთვის;
  14. ჭკვიანი მედია ავტომობილში – General Motors-თან პარტნიორობის მეშვეობით, Nvidia ქმნის AI-ზე მომუშავე მანქანებს, რომლებიც ტექნოლოგიურად სულ უფრო დაიხვეწება;
  15. AI-ის როლი ჯანდაცვის მარკეტინგში: GE HealthCare-ით Nvidia ავითარებს ავტონომიურ დიაგნოსტიკურ გამოსახულებას, რაც შეიძლება დაეხმაროს ამ სფეროს მარკეტერებს კამპანიების ვიზუალიზაციის ახალი გზებისა და მონაცემებზე ორიენტირებული ისტორიების შექმნაში;
  16. DGX Spark და DGX Station არის Nvidia-ს ახალი პერსონალური AI მოწყობილობები, რომლებიც კრეატივის გუნდებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ AI-ზე დაფუძნებულ რედაქტირებას, გენერაციულ დიზაინს და ჭკვიან ავტომატიზაციას პირდაპირ თქვენს სამუშაო მაგიდაზე;
  17. Blackwell RTX PRO – დაჩქარებული რენდერები, უფრო ჭკვიანი სამუშაო პროცესები და AI, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს დიზაინერებთან და დეველოპერებთან;
  18. 6G-ზე მომუშავე მარკეტინგი – Nvidia და ტელეკომის ლიდერები აშენებენ AI-ის უკაბელო ქსელებს 6G-სთვის. ამან შეიძლება გაამარტივოს AR/VR აქტივაციები რეალურ დროში, უფრო მდიდარი მობილური კამპანიები და უწყვეტი გლობალური კონტენტის მიწოდება;
  19. AI სასურსათო დახლის უკან – Nvidia უერთდება Yum!-ს სწრაფი კვების ოპერაციების გარდაქმნისთვის. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ასევე შეუძლია გააუმჯობესოს ლოიალობის პროგრამები, მომხმარებელთა ჩართულობა და პერსონალიზაცია;
  20. ხელოვნური ინტელექტის საწარმოები ყველა ბრენდისთვის – Nvidia-ს სურვილია, დაეხმაროს ბრენდებს ხელოვნური ინტელექტის წარმოების შიდა სისტემის აწყობაში, კონტენტის შექმნის ავტომატიზებაში, მომხმარებელთა მომსახურებასა და ინსაითის გენერირებაშიც კი.

ეს სიახლეები გვიჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მოწინავე ადგილს იკავებს, მარკეტერებიც უკვე იძულებულნი არიან, მას მიაქციონ ყურადღება და გაითვალისწინონ თავიანთ სამსახურებში.

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ბიზნესებს შეთავაზების შექმნას გაუმარტივებს

Gmail-ის ახალი AI ფუნქცია ელ.ფოსტებს რელევანტურობით დაალაგებს