ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in ,

მნიშვნელოვანი გარიგება ჩიპებისა და AI-ის მიმართულებით – Nvidia ARM-ს $40 მილიარდად ყიდულობს

ეს ამბავი, კვირების განმავლობაში, არაოფიციალურად განიხილებოდა სხვადასხვა წრეში, თუმცა, გუშინ Nvidia-მ დაადასტურა, რომ SoftBank-ისგან ჩიპების მიმართულებით მომუშავე კომპანია ARM-ს ყიდულობს, გარიგების ფასი კი 40 მილიარდი დოლარია. აღნიშნული გარიგება ტექოლოგიურ კომპანია Nvidia-ს უფრო მეტ ძალაუფლებას სძენს, მაშინ, როცა სმარტფონებში, პერსონალურ კომპიუტერებსა თუ თვითმართვად მანქანებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ეხება საქმე. მით უფრო ცხადია ეს ამბიცია, როცა გარიგების ფარგლებში, Nvidia აპირებს, ARM-ის მიერ დამზადებული CPU კემბრიჯში, AI სუპერკომპიუტერისა და შესაბამისად, დიდი პოტენციალის მქონე კვლევითი ცენტრის შესაქმნელად გამოიყენოს.

„ხელოვნური ინტელექტი ჩვენი დროის ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიაა, რომლის დახმარებითაც გამოთვლითი ტექნოლოგიის ახალ ტალღა დაიწყო. რამდენიმე წელიწადში, ტრილიონობით კომპიუტერი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი იქნება ინტეგრირებული, შეძლებს ახალი ნივთების ინტერნეტის (IOT) შექმნას, რაც ათასჯერ დიდი იქნება, ვიდრე დღევანდელი ადამიანების ინტერნეტი. ჩვენი კომბინაცია შექმნის კომპანიას, რომელიც შესანიშნავად მოერგება ხელოვნური ინტელექტის ეპოქას“, – ამბობს ჯენსენ ჰუანგი, Nvidia-ს CEO, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

NVIDIA CEO Jensen Huang to Keynote World's Premier AI Conference | NVIDIA Newsroom

2016 წელს, Softbank-მა ARM 31 მილიარდ დოლარად იყიდა. მას შემდეგ, კომპანიამ უამრავ წარმატებას მიაღწია. მისი დახმარებით შეიქმნა მობილურ მოწყობილობებზე მორგებული პროცესორები, მაგალითად, Apple-ის, Samsung-ისა და Qualcomm-ის შემთხვევაში. მოგვიანებით კი, ARM-ზე დაფუძნებული ლეპტოპები გამოჩნდა, როგორიცაა Microsoft-ის Surface, Apple კი, მომავლის მაკების ARM-ზე დაფუძნებული პროცესორებით აღჭურვას გეგმავს.

შეიძლება იფიქროთ, რომ როგორც ბევრი გარიგების შემდეგ ხდება, ARM-ის მუშაობის სტილი ან კლიენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, გარკვეულწილად მაინც შეიზღუდოს. თუმცა, კომპანიები თანხმდებიან, რომ ARM მიმდინარე საქმიანობას და მოქმედ პარტნიორებთან ურთიერთობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. სხვა მხრივ კი, ARM დიზაინერებს ეხსნებათ გზა გამოიყენონ Nvidia-ს ტექნოლოგია, განსაკუთრებით, გრაფიკული პროცესორების მიმართულებით.

გარიგების შემდეგ, Arm ისევ კემბრიჯიდან იმართება, ხოლო Nvidia აქპირებს ინვესტირებას, იმისათვის, რომ ადგილზე ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი შეიქმნას. აღსანიშნავია, რომ Nvidia ამ გარიგებას სწორედ ხელოვნური ინტელექტის კუთხით, ახალი საფეხურის გაჩენის შესაძლებლობად მიიჩნევს. ორივე კომპანია – Nvidia და Arm ხედავენ შესაძლებლობას, AI მოწყობილობების შექმნის კუთხით. მოწყობილობების, პატარა სმარტფონებიდან დიდი კომპიუტერების ჩათვლით, რომლებიც Arm ჩიპებზე იმუშავებენ.

ორივე მხარემ – NVIDIA-მ და ARM-მა გარიგების პირობები უკვე დაადასტურა, ტრანზაქციის დასრულება კი 18 თვეშია მოსალოდნელი. გარდა ამისა, პროცედურის დასრულება დამოკიდებულია ევროკავშირის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის მარეგულირებელი ორგანიზაციების ნებართვებზეც.

სანდრო თავართქილაძის ახალი ალბომი, პირველად მუსიკალურ ექსპერიმენტებს აერთიანებს

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ და „კია მოტორს ჯორჯიამ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.