Nvidia ხელოვნური ინტელექტის სამყაროს უერთდება თავისი ახალი აპლიკაციით, სახელწოდებით Chat with RTX. ეს უკანასკნელი სწრაფი და ინდივიდუალურად მორგებული AI ინტერაქციის საშუალებას იძლევა. ასე ვთქვათ, მრავალმხრივი კომპანიონია, რომელიც არა მხოლოდ პასუხობს შეკითხვებს, არამედ YouTube ვიდეოებს და დოკუმენტებსაც აჯამებს; ითვალისწინებს პერსონალურ მახასიათებლებს.
უბრალოდ, აღნიშნული სისტემის გამოსაყენებლად ვინდოუს ლეპტოპს უნდა ჰქონდეს როგორც RTX 30 ან 40-სერიის GPU, ისე მინიმუმ 8-გიგაბიტიანი VRAM. ამჟამად ბეტა ვერსიითაა წარმოდგენილი და ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ უკვე დიდ პოტენციალს ავლენს. მაგალითად, ვინდოუსზე მსგავსი AI სისტემის ჩაინტეგრირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას — უფრო სწრაფად შეძლებენ გენერაციული შესაძლებლობების გამოყენებას, დოკუმენტებისა და სხვა კონტენტის დამუშავებას.
გარდა ამისა, შესაძლებელია ისეთი კითხვების დასმაც, როგორიცაა საუკეთესო რესტორნის რეკომენდაცია.