in

Nvidia ემპათიურ ავატარებს გვთავაზობს

veon
veon

ძველი უემოციო მანეკენები წარსულს უნდა ჩავაბაროთ, რადგან Nvidia-ს მხარდაჭერით Synthesia-ს ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ ავატარების ახალი თაობა Expressive Avatars შემოგვთავაზა. სახელიც გვეუბნება, რომ მას ემოციების გამოხატვა შეუძლია… კომპანიის თანახმად, იმის მიხედვით, თუ რას ეუბნებით მას, იგი ემოციების მთლიან სპექტრს გამოხატავს, იქნება ეს ბედნიერება, მწუხარება, იმედგაცრუება თუ სხვა რამ. 

Synthesia-ს ტექნოლოგია ადამიანებისგან მიღებული ვიდეო მონაცემების უზარმაზარი ბაზის ანალიზზე დაყრდნობით ოპერირებს. ეს ადამიანები მსახიობები არიან, რომლებიც მწვანე ეკრანის წინ განსხვავებულ ემოციებს გამოხატავენ, რომლებსაც შემდგომში AI სისტემა იყენებს, რათა დაისწავლოს სახის გამომეტყველების ნიუანსები და სხეულის ენა, რომელიც თითოეულ ემოციას უკავშირდება. 

მიღებული მონაცემებით კი უკვე ისეთი ავატარების შექმნა შეუძლია, რომლებიც მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ტექსტურ მოთხოვნებს ემოციურად პასუხობს, ციფრულ ინტერაქციებს მეტად ავთენტურსა და ადამიანურს ხდის.

Expressive Avatars-ს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მომსახურების სფერო რომ ავიღოთ, AI ავატარებს შეუძლია, არა მხოლოდ ინფორმაციების მიწოდება, არამედ მომხმარებელთა პრობლემებთან ემპათიურად დაკავშირება. საგანმანათლებლო სექტორში, შესაძლოა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული ინტერაქციების სიმულაციებისთვის გამოიყენონ, ხოლო გასართობ ინდუსტრიაში ახალი სთორითელინგის ტექნიკები შეიძლება, გააჩინოს ავატარებით, რომლებიც ახალ ნარატივს შემოგვთავაზებს. 

ტექნოლოგიების განვითარება გამოწვევების გარეშე აქაც წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ყალბ ამბებს ეხება. თუმცა Synthesia-ში გვარწმუნებენ, რომ მათ ჩამოაყალიბეს ჩარჩო, რომელიც ტექნოლოგიის ეთიკურად გამოყენებას უზრუნველყოფს… 

Mirata Wines-მა ღვინის ნიღბიანი ეტიკეტი შექმნა

ნატალია ხიზანიშვილი „ვოლტი იაპონიის“ გენერალური მენეჯერი გახდა