19
Mar
2019

როგორ ვაქციოთ ნაჯღაბნი რეალისტურ ფოტოდ – ხელოვნური ინტელექტის ახლებური გამოყენება NVIDIA-სგან

19 Mar 2019

veon
veon


ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ NVIDIA, ახალი ციფრული ხელსაწყო შექმნა, რომლის დახმარებითაც ნაჯღაპნებს რეალისტურ ფოტოებად აქცევთ. საჭიროა, მხოლოდ კონტურების გავლება და საჭირო სტრუქტურის კატეგორიის მონიშვნა, დანარჩენს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს. მოძებნის ბაზაში არსებული ფოტოებიდან შესაბამისს, დაარედაქტირებს მას და აქცევს თქვენს პრიმიტიულ ნახატს რეალისტურ ფოტოდ. ამ ოპერაციას პროგრამა სახელად GauGAN წამებში ასრულებს.

ასე, ერთი ხელის მოსმით შეგიძლიათ აქციოთ უბრალო მონასმი მდინარედ, მთად ან მდელოდ. GauGAN საკუთარი ლანდშაპტების შექმნაში დაგეხმარებათ. როგორც NVIDIA-ში ამბობენ, ეს პროგრამა იქნება კარგი ინსტრუმენტი არქიტექტორებისა თუ ვიზუალური ხელოვნებით დაკავებული ადამიანებისთვის.

განხილვა