in

Nvidia-ს ახალი პროგრამა 3D მოდელებს ტექსტის მიხედვით ქმნის

veon
veon

ტექსტიდან გამოსახულების გენერირების პლატფორმებისა და ჩეთბოტების გარდა, არსებობს კიდევ სხვა AI სისტემები, რომლებიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, გაცილებით შთამბეჭდავია. ასეთია, მაგალითად, Nvidia-ს მიერ წარმოდგენილი Magic3D, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივი ტექსტური მოთხოვნით, სრულფასოვანი 3D მოდელები შექმნან.

დეველოპერების თქმით, ინსტრუმენტი 3D mesh-ის მოდელებს ქმნის, „საოცარი ხარისხით“. ამ უკანასკნელის დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს, 3D სინთეზის, გამოსახულების დამუშავების ტექნიკისა და მინიშნებებზე დაფუძნებული რედაქტირების მეთოდის გამოყენების ახალი გზები აღმოაჩინოს. რაც მთავარია, ამ ტექნოლოგიას 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას მეტად ხელმისაწვდომს გახდის ფართო საზოგადოებისთვის — სხვა სიტყვებით, სპეციალური უნარების ფლობის გარეშეც შეძლებენ სასურველი მოდელის შექმნა/დაბეჭდვას.

გარდა ამისა, Magic3D-ს, რომელიც დაბალი გარჩევადობის მოდელს მაღალი გარჩევადობის მოდელად გარდაქმნის, ვიდეოთამაშების, ვირტუალური რეალობისა და კინოინდუსტრიის განვითარების დაჩქარება შეუძლია.

ორსაფეხურიანი სისტემა DreamFusion-ის 2D გენერატორის მსგავსად მუშაობს და მოდელებს ორჯერ სწრაფად აგენერირებს, ვიდრე მისი წინამორბედი. მასთან, უხეში ოპტიმიზაციის სისტემა ჯერ დაბალი გარჩევადობის დიფუზიას ქმნის, შემდეგ კი რეალურ მოდელად გარდაქმნის.

Cadbury მარტოხელებს ვალენტინობის დღის სენტიმენტებისგან იხსნის

2022-ში inDrive მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტრანსპორტირების აპლიკაციად დასახელდა