in

ხელოვნური ინტელექტი ექთნების ნაცვლად — Nvidia-ს გეგმა

ალბათ, ეს დისტოპიურ სცენარს მოგაგონებთ, მაგრამ Nvidia-ს მეშვეობით, ყველაფერი ცხადში ხდება — ტექნიკურმა გიგანტმა AI საწარმო Hippocratic AI-სთან დაიწყო თანამშრომლობა, რათა ექთნები ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით ჩაანაცვლონ. ეს რობოტული სისტემა საავადმყოფოს საათში 9 დოლარი დაუჯდება. აშშ-ის მონაცემებით კი, ეს გაცილებით დაბალია ადგილობრივი ექთნების საშუალო საათობრივ ანაზღაურებაზე.

პრესრელიზის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკურ სამუშაოზე არ იქნება პასუხისმგებელი; სანაცვლოდ, პაციენტებს ნაკლებ სარისკო საქმეებში მოემსახურება, რომელთა შესრულებაც ვიდეოზარითაც კი იქნება შესაძლებელი. Nvidia-მ ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორი შეიძლება იყოს ასეთი ვიდეოზარი. ამ შემთხვევაში „მედდა“ პაციენტს აპენდექტომიის შემდეგ ამოწმებს და შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევს.

როგორც Hippocratic AI ირწმუნება, რიგ შემთხვევებში ეს სისტემა მნიშვნელოვნად აჯობებს ადამიანურ რესურსებს… თუმცა საბოლოო რეალიზებამდე ბევრი ტექნიკური თუ ეთიკური საკითხია გასავლელი.

საერთაშორისო ჯილდოები და განხორციელებული პროექტები – შეფ-მზარეულ ვალერიან წიკლაურის კულინარიული გზა

Google მისთვის ყველაზე ძლიერ AI ვიდეო გენერატორზე მუშაობს