გლობალური დათბობის ფონზე სულ უფრო ცხელ ზაფხულს რომ უნდა ველოდოთ, ეს უკვე კარგად ვიცით… შესაბამისად, აღარც ამჟამინდელი კლიმატური რისკების ცხრილში არსებული ფერები აღნიშნავს შესაბამის საფრთხეს, ამიტომ National Weather Service (NWS) და Centers for Disease Control and Prevention (CDC) ახალ ფერს გვთავაზობს — აქამდე თუ სითბოს მასშტაბი მწვანე, ყვითელ, სტაფილოსფერ და წითელ ფერებს ასახავდა, ახლა რადგან კლიმატის დათბობას მეტად ხანგრძლივ და ინტენსიურ სიცხის ტალღებამდე მივყავართ, ახალი ფერის დამატება გახდა საჭირო, რომელიც წითელზე მოწინავე ადგილს დაიკავებდა…
მწვანე გვეუბნება, რომ არ არსებობს სიცხესთან დაკავშირებული რისკი და გარეთ უსაფრთხოდ შეგიძლიათ გადაადგილდეთ. ყვითელი და სტაფილოსფერი ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც სიცხისადმი მგრძნობიარეები არიან და ხაზს უსვამს სიგრილის შენარჩუნებასა და წყლის მიღების საჭიროებაზე. წითელი კი ყველასთვის მაღალ რისკებს აღნიშნავს, მიგვითითებს, რომ პიკის საათებში სახლში დავრჩეთ. თუმცა ეს არ არის ბოლო ფერი, აქვეა იასამნისფერი, რომელიც ყველაზე მაღალ რისკს ასახავს დიდი ხნის მანძილზე ყველასთვის და უკიდურეს საფრთხეზე მიგვანიშნებს.
აღსანიშნავია, რომ სითბოს რისკების სისტემა ადგილობრივ ფაქტორებს ითვალისწინებს მეტად ზუსტი გამაფრთხილებელი სისტემის შესაქმნელად, იქნება ეს ადგილობრივი ამინდის მონაცემები, კლიმატური პირობები თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. რაც შეეხება ამ სისტემაში ახალი ფერის დამატებას, ეს კვლავ კლიმატური დათბობის მწვავე შედეგებს შეგვახსენებს…