5
Jul
2019

თვითმართვადი ავტობუსი სამი ფუნქციით – ნაგვის გატანა, მგზავრების გადაყვანა და ამანათების დარიგება

5 Jul 2019

veon
veon


გლობალური მასშტაბით, კომპანიებისთვის გამოწვევაა შექმნან პროდუქტები ელეტრო და ავტონომიური მომავლისთვის. ეს ეხებათ ავტომწარმოებლებსაც. შვედეთში, სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელმა კომპანია Scania-მ, თვითმართვადი ავტობუსი წარადგინა, რომელიც ელექტროავტობუსია და ერთდროულად, სამი ფუნქცია აქვს. დილა-საღამოს მას მგზავრები გადაყავს – ადამიანები, რომლებიც მიდიან და მოდიან სამსახურიდან, რა დროსაც საცობების პერიოდია. დღის განმავლობაში, Scania NXT არიგებს ამანათებს, ხოლო ღამით ის ნაგვის მანქანაა, რომელსაც ქალაქიდან ნარჩენები გააქვს. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტა ქალაქში საცობების პრობლემის საპასუხოდ, მეორე მხრივ კი, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად შეიმუშავეს.

ავტობუსის მოდული 8 მეტრის სიგრძისაა და იწონის 8 ტონამდე. მისი ცილინდრები და ელემენტები კორპუსის ქვეშაა მოთავსებული, რაც სივრცის დაზოგვის საშუალებას იძლევა. თვითმართვად NXT-ს, სრული დამუხტვის შემდეგ, 245 კილომეტრის გავლა და 55 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

„NXT ხედვაა, თუ როგორი უნდა იყოს ტრანსპორტი მომავლის ქალაქებში. ამ ტექნოლოგიების ნაწილი, სხვადასხვა მიზნით, უკვე გამოიყენება, თუმცა, ჩვენი მიზანი იყო, ისინი გაგვეერთიანებინა და შეგვძლებოდა ჩვენი იდეის დემონსტრირება. NXT-ს გამოყენებას 2030 წლისთვის შევძლებთ, მანამდე კი, ჯერ კიდევ ვხვეწთ ამ კონცეპტს“, – ამბობს Scania-ს პრეზიდენტი და CEO, ჰენრიკ ჰენრიკსონი.

იმის სანახავად, თუ როგორ ტრანსფორმირდება NXT ნაგვის მანქანიდან სამგზავრო ავტობუსად, სამგზავრო ავტობუსიდან კი სატვირთოდ, რომელიც ამანათებს არიგებს, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო:

 

განხილვა