სააგენტო Mischief-მა ნიუ-იორკის ქუჩებში ბილბორდების ქველმოქმედების შესაგროვებლად გამოყენება დაიწყო. უკონტაქტო მოწყობილობების საშუალებით, ნიუიორკელებს შემოწირულობის გაღება და უკრაინელი ოჯახების დახმარება შეუძლიათ. ბილბორდზე ომის საწინააღმდეგო მოწოდებასაც ნახავთ. დონაციისთვის საკრედიტო ბარათიდან $2, $5 ან $10 ჩამოგეჭრებათ. შეგროვილი თანხა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გადაეცემა ისეთი საჭიროებებისთვის, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, სახლების რემონტი, დროებითი თავშესაფარი და აუცილებელი ნივთები…













