ნიუ-იორკის მუნიციპალური ტრანსპორტი გადახდის ახალ, უფრო მოქნილ სისტემაზე გადადის. „მეტრო ბარათის” (MetroCard), თითქმის, 25 წლანი ისტორია სრულდება. როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, ქალაქის მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათით, Apple-ის საათით და სხვა ტექნოლოგიებით იქნება შესაძლებელი.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=GBzJ4cyuJJc[/embedyt][embedyt]
„წყალს ან მიწის თხილს რომ ყიდულობთ, ხომ ApplePay-ით იხდით?! ასე გადაიხდით მუნიციპალურ ტრანსპორტშიც. ძალიან მარტივი და მოსახერხებელი სისტემაა”,-ამბობს სატრანსპორტო კომპანია Cubic Transportation Systems-ის პრეზიდენტი მეთ ქოული.
გადახდის ახალი სისტემის დანერგვა, ნიუ იორკის მუნიციპალურ ტრანსპორტში 2019 წლიდან დაიწყება და 2023 წელს დასრულდება. აღნიშნული სისტემა უკვე მოქმედებს ლონდონში.
წყარო: http://mashable.com/2017/10/31/the-death-of-the-mta-metrocard/?utm_cid=hp-r-2#_.ZTkWXQtOqN