in

ნიუ-იორკში NFT-ს ქუჩის აპარატიდან შეიძენთ

თუ მანჰეტენზე, ჯონ სტრიტის 29 ნომერში მოხვდებით, გახსოვდეთ, რომ აქ შეგიძლიათ NFT იყიდოთ. ალბათ, გაინტერესებთ ციფრული საკუთრების შეძენა ქუჩაში როგორაა შესაძლებელი – მარტივად, ისევე, როგორც ლუდის, კოლას ან ჩიფსის. აქ, NFT-ის აპარატი დგას. როცა გამჭვირვალე შუშის მიღმა განთავსებულ NFT კოლექციებს შეათვალიერებთ და სასურველს შეარჩევთ, შესაბამისი კოდი უნდა ჩაწეროთ, შემდეგ, საბანკო ბარათს დაადებთ – ტუუუპ! და NFT ჩამოვარდება.

მომხმარებელმა წინასწარ არ იცის, კონკრეტულად რომელი NFT შეხვდება (მხოლოდ კოლექცია), შენაძენის „განაღდება“ QR კოდის დახმარებითაა შესაძლებელი.

აპარატში განთავსებული NFT-ები Solana-ს ბლოქჩეინზე დაფუძნებული Neon-ის ბაზარს განეკუთვნება. ე. წ. “NFT ბანკომატი”, პირველად 2021 წლის დეკემბერში დაიტესტა და ახლა, უკვე 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

დუბაიში, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმების წინააღმდეგ, ბეჭდური კამპანია შეიქმნა

Infinix – ახალი ბრენდის ტექნიკა “ელიტ ელექტრონიქსში”