in

როგორია ნიუ-იორკის ლოგო საერთო სივრცეებისთვის?

ნიუ-იორკის საჯარო სივრცეების ლოგო 600 ნამუშევარს შორის შეირჩა. კონკურსში მონაწილეობდნენ დიზაინერები 60 ქვეყნიდან. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი ნიუ-იორკელი დიზაინერი ემა რიდია. ლოგოს კონცეფცია მოიცავს სამ ცარიელ თეთრ სკამს, შავ ფონზე. ლოგო ხმათა უმრავლესობით შეირჩა. ხმის მიცემის პროცესში 17.000-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და კერძო კუთვნილებაში მყოფი საჯარო სივრცეების (Privately Owned Public Spaces – POPS) ვიზუალური იდენტობა, სახელწოდებით Have a Seat (“დაბრძანდით”) საბოლოოდ დამტკიცდა. სიმბოლო მანჰეტენის, ბრუკლინისა და ქუინის 550 საერთო სივრცეში გამოჩნდება. მათი საერთო ფართობი 35,500 კვ.მ-მდეა. სტუმრებს ამ სივრცეებში თავისუფლად შეეძლებათ დასხდომა, რაიმეს შეკვეთის აუცილებლობის გარეშე.

BOG
BOG

Avon-ს ბრაზილიური კომპანია ყიდულობს  

#დარგეგანათლება – UGT-ის კამპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში