კატებისა და რობოტექნიკის მოყვარულებისთვის, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რაღაცის აშენებასა და სწავლას, Nybble შესანიშნავი კომპანიონია. ჭკვიანი და კომპაქტურია, თანაც, სახლის ნამდვილ კატებზე უფრო მეგობრული. 11 სერვო ძრავა, NyBoard პროცესორი და OpenCat-ის ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, შეუძლია იჯდეს, გაიწელოს, დაიძინოს, წონასწორობა შეინარჩუნოს, აზიდვები გააკეთოს და მოგესალმოთ კიდეც.
თუმცა თქვენ უკვე აშენებულ რობოტს არ ყიდულობთ და ამით Nybble კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება. დიახ, მისი შენება, მისით თამაში თუ სწავლა თავადვე შეგიძლიათ. Nybble-ის აწყობის საინტერესო პროცესი კი 4 საათი გრძელდება. კატის არქიტექტურა მას მოქნილობას აძლევს, თანაც, ბიონიკურ მახასიათებლებს სწორედ რეალური კატის ჩონჩხიდან იღებს, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს.
რობოტის „თვალებში“ ორი ულტრაბგერითი სენსორია ჩამონტაჟებული. USB შესაერთებელი კი Nybble-ის მოწყობილობასთან დაკავშირების საშუალებას გაძლევთ, რათა ღია კოდით დაათვალიეროთ და ახალი ხრიკებიც ასწავლოთ, იქნება ეს Python, C++ თუ სხვა. მოჰყვება Bluetooth, WiFi-ს მოწყობილობა და ინფრაწითელი დისტანციური მართვის პულტი. დამუხტვის შემდეგ კი Nybble-ს თამაში 45 წუთის მანძილზე შეუძლია. ხოლო იმისათვის, რომ თქვენი ავეჯი შემთხვევით არ დააზიანოს, მას ფეხებზე სილიკონი აქვს დამაგრებული.
Pixar-ის კატის მსგავსად, Nybble თქვენი პირადი კომპანიონი რობოტი იქნება, რომელსაც თავისი ხრიკებით შეუძლიათ გასიამოვნონ. მას ღია კოდის პროგრამირებადი API-ის საშუალებით გაწვრთნით და ფიზიკური მოდიფიცირების საშუალებაც გექნებათ, რათა განსაკუთრებული ხასიათი და უნიკალური შესაძლებლობები მისცეთ. ხოლო იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, Raspberry Pi-სა და Arduino-ს ეკოსისტემების მხარდაჭერა აქვს.