in

NYC Storefronts — ილუსტრაციების სერია, რომელიც ნიუ-იორკის მაღაზიებს აცოცხლებს

ბევრი შესანიშნავი პროექტის მსგავსად, NYC Storefronts კარანტინთან დაკავშირებული შემოქმედებითი შეზღუდვების შედეგად წარმოიშვა. ნიუ-იორკელი ილუსტრატორის ჯოელ ჰოლანდის მიერ შექმნილი სერია 200-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს — თითოეული მათგანზე სხვადასხვა ტიპის მაღაზიის ვიტრინაა ასახული, წიგნის მაღაზიებით დაწყებული, ყვავილებით და სალონებით დასრულებული.

„ძირითადად, ეს დაიწყო, როგორც ჩემი საყვარელი ადგილებისა და ბიზნესების მონახულების საშუალება — ვიზუალური სასიყვარულო წერილის მსგავსად. ეს ერთგვარი გზა იყო, მთელი ნიუ-იორკის ხელში მოსაქცევად და შესაკუმშად“, — წერს ჯოელი ილუსტრაციების საფუძველზე შექმნილ წიგნში. მან მანჰეტენის ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ მალევე წამოიწყო სერიაზე მუშაობა.

პირველი მაღაზია, რომელიც მან თავის მუზად აირჩია, იყო Economy Candy, რივინგტონის ქუჩაზე. ეს არის ადგილობრივი დაწესებულება, რომელიც 1937 წლიდან ფუნქციონირებს და მას ხშირად სტუმრობდა ჰოლანდი თავის ოჯახთან ერთად. შემდეგი იყო Gem Spa — მისი დახატვა ილუსტრატორმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საწარმოს დაკეტვის შესახებ გაიცა ცნობა.

ბევრ ადგილზე საუბრისას, რომელიც მან მოინახულა, ჰოლანდი წერს: „მე განზრახ არ გავამახვილე ყურადღება ადგილებზე, რომლებიც უცნობია. ეს არის ფანჯრები, რომლებიც ძვირფასია: მაღაზიები, რომლებსაც ვხედავ, როდესაც ავტობუსით მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ ან უბრალოდ მაშინ, როცა ვსეირნობ“.

მარიამ ქარქაშაძის ფილმი „ის კაბა“ აშშ-ის ოთხი კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა

Burberry-ს „ღამის არსებები”