დევიდ ბოუის შემოქმედების მოყვარულთათვის ნიუ-იორკის მეტრო ნამდვილ მუზეუმად იქცა. კომპანია Spotify-მ და Victoria and Albert Museum-მა მეტროს სადგური მუსიკოსის დროებით საგამოფენო დარბაზად აქციეს და შეზღუდული რაოდენობით მეტროს ბარათებზე ბოუის სურათები დაიტანეს. გარდა ამისა, სადგურის კედლებსა და კიბის საფეხურებსაც მუსიკოსის ცნობილი სიმღერის ტექსტების ფრაზები ამშვენებს.