საბიუჯეტო ავიაკომპანია “JetBlue Airways”-მა ნიუ-იორკის ყურადღება თავისი სარეკლამო აქციით #NYCTakeoff მიიპყრო.
სააგენტო “Mullen Lowe”-თან ერთად გარე რეკლამა დაამონტაჟეს, რომლის ჩამოხევაზე არანაირი ჯარიმა არ იწერებოდა. გამვლელებს რეკლამის თან წაღება შეეძლოთ და მათ სანაცვლოდ ჯილდოს მიღება. “JetBlue Airways”-მა სარეკლამო დაფებს წარწერა გაუკეთა – “ამის გაკეთება მხოლოდ ნამდვილ ნიუ-იორკელს შეუძლია”. ყოველი პოსტერი, რომელსაც ნიუ-იორკელი ჩამოხევდა ფასდაკლების კუპონს წარმოადგენდა, რომლის საშუალებით სხვადასხვა საჩუქრებს იღებდა.












