in

Nyobolt-ის ტექნოლოგიით ელექტრო მანქანა 6 წუთში სრულად იმუხტება

თუ ჩვეულებრივ მანქანებში საწვავის ჩასხმას რამდენიმე წუთი სჭირდება, ელექტრომობილების დამუხტვის დრო რამდენიმე საათს შეადგენს. თუმცა Nyobolt მძღოლებს ამ დისკომფორტისგან თავის არიდებას სთავაზობს — ისეთი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც 6 წუთზე ნაკლებ დროში სრულად და განმეორებით მუხტავს ბატარეებს. 

ამასთან, Lotus Eclipse EV კონცეფციაც წარმოადგინეს, რომელიც სრულად აღჭურვილია ულტრა სწრაფი დამუხტვის სისტემით — 100 მილიმეტრით ფართო და 150 მილიმეტრით გრძელია, ვიდრე ორიგინალი Eclipse. მასზე სახურავის გადახდაც შესაძლებელია. კომპანიამ კი ამ შედეგების მისაღწევად CALLUM-თან ითანამშრომლა:

CALLUM-თან თანამშრომლობა გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია სისტემის დონის ტექნოლოგიურ ინოვაციებს ელექტრომობილების მომავლის შეცვლა და  ხელმისაწვდომობის გაზრდა, გაერთიანებული სამეფოს იმ 40%-ის ჩათვლით, რომელსაც მანქანის დამუხტვა სახლში ღამით არ შეუძლია, — აცხადებს საი შივარედი, Nyobolt-ის ხელმძღვანელი.

ხელმისაწვდომობის საკითხი უფრო სიღრმისეულად რომ განვიხილოთ, აქამდე ულტრა სწრაფი დამუხტვის ვარიანტები არ არსებობდა, ბატარეები მძიმე, დიდი და ძვირი იყო. ამ მიზეზების გამო კი ზოგიერთი ელექტრომობილების ყიდვისგან თავს იკავებდა. ხოლო ახლა Nyobolt-ის ბატარეა 250 კილომეტრის გავლას სთავაზობს მათ, მისი წონა ერთ ტონამდე შემცირდა და სრულად 6 წუთში იმუხტება. ეს კი იმაზე ორჯერ სწრაფიც კია, ვიდრე ამჟამინდელი სწრაფად დამუხტვადი ავტომობილები გზაზე… 

გამოდის, Nyobolt ტრადიციული შეთავაზებების გამძლე ალტერნატივასაც გვთავაზობს, თანაც არც ბატარეის სიცოცხლეს სწირავს ამისთვის — მან 2000 დამუხტვის ციკლის შესრულება მოახერხა…თუმცა ეს მხოლოდ პატარა ბატარეები არ გეგონოთ, მას შემდეგ, რაც 1-მეგავატიანი დამტენები ხელმისაწვდომი გახდება, დიდი მანქანებისთვის საჭირო ბატარეების პაკეტების დამზადებასაც შეძლებენ. 

აქამდე მსუბუქი სწრაფად დამუხტვადი ბატარეების ქონა შეუძლებელი იყო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის დარღვევის გარეშე. ამიტომ, ადამიანები მანქანებისთვის კვლავ ძვირიან და დიდი ბატარეებს ირჩევდნენ. ამ გამოწვევასთან გამკლავება კი ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო, — განმარტავს შივარედი.

რა მაძლევს მუდმივი განვითარების მოტივაციას – ქეთი მეფარიშვილი

DeepMind-მა მორიგი ინოვაციური AI მოდელი შეიმუშავა