in

Nyx – ინოვაციური კონცეფცია, რომელიც სახლის ნებისმიერი წერტილიდან თამაშის შესაძლებლობას მოგცემთ

ცენტრალურ კომპიუტერს სხვადასხვა მოწყობილობებზე ერთდროულად ოთხი თამაშის გაშვება შეუძლია.

სათამაშო ინდუსტრიის მომავალს, ხშირად Game Streaming-ის შესაძლებლობასთან აკავშირებენ, რაც ჩვენს მოწყობილობებზე თამაშის პირდაპირ ცენტრალური ქლაუდიდან გაშვების შესაძლებლობას გულისხმობს(Cloud Gaming). თუმცა Dell’s Alienware-ის ინოვაციურ კონცეპტს, სახელწოდებით – Nyx, შეუძლია თავდაყირა დააყენოს აქამდე არსებული  ვარაუდები და სათამაშო ინდუსტრიის სრულიად განსხვავებულ მომავალზე მიგვითითოს. 

კონცეფციის ძირითადი იდეა ემყარება შესაძლებლობას ითამაშოთ სახლის ნებისმიერი წერტილიდან. თამაშების გაშვება ცენტრალური კომპიუტერიდან სახლის ყველა მოწყობილობაზე იქნება შესაძლებელი, რომელიც ადგილობრივ უკაბელო ქსელთანაა დაკავშირებული. Კონცეფციის მიხედვით, თამაშისთვის ძლიერი და სტაბილური უკაბელო ქსელი კვლავ საჭიროდ რჩება, თუმცა სრულადაა გადაჭრილი Cloud Gaming-ისთვის დამახასიათებელი ისეთი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად, დაბალი გამტარუნარიანობით წარმოქმნილი ხარვეზები და შეყოვნებები.

უფრო გასაგებად რომ აღვწეროთ, Nyx-ის კონცეფციის მიხედვით თქვენს სახლში ცხოვრობს ძლიერი ცენტრალური კომპიუტერი. Მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ ითამაშოთ ნებისმიერ ადგილზე და სასურველ მოწყობილობაში. Alienware-ის დისტანციური მართვის სათამაშო პულტით შეგიძლიათ ითამაშოთ ლეპტოპზე, ტელევიზორზე ან ტელეფონზე იმის მიხედვით თუ სახლის რომელ წერტილში იმყოფებით. იმ შემთხვევაში თუ ერთი ოთახიდან მეორეში გასვლას გადაწყვეტთ ან სამზარეულოში ყავაზე შეივლით, ცენტრალური კომპიუტერი მოგცემთ შესაძლებლობას გადაერთოთ სასურველ მოწყობილობაზე და მომენტალურად გააგრძელოთ დაწყებული თამაში. Ამის გაკეთება ცენტრალურ კომპიუტერს, თქვენი გადაადგილების შესაბამისად, დამოუკიდებლადაც შეუძლია.  

Nyx-ის კონცეფცია მხოლოდ ერთ მოთამაშეზე როდია მორგებული. ცენტრალურ კომპიუტერს სხვადასხვა მოწყობილობებზე ერთდროულად ოთხი თამაშის გაშვება შეუძლია. ასე, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები შესაძლებელია ერთდროულად თამაშობდეთ სხვადასხვა თამაშს სხვადასხვა  მოწყობილობაში, თუმცა ყველა ეს მოწყობილობა ცენტრალური კომპიუტერიდან იქნება მართული. 

 Nyx დაკავშირებული იქნება თამაშების ისეთ მსხვილ სერვისებთან, როგორიცაა მაგალითად Steam-ი. Შედეგად, მომხმარებელს სახლის ნებისმიერ მოწყობილობაში, საკუთარი თამაშების ბიბლიოთეკაზე ექნება წვდომა. 

საბოლოოდ, Cloud Gaming წარმოადგენს მოდელს, რომელსაც გეიმერები, სავარაუდოდ, სრულად მოერგებიან. თუმცა, დღეისათვის ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაუჭრელი პრობლემები არსებობს. ასეთ პირობებში, კონცეპტ Nyx–ს შეუძლია სათამაშო ინდუსტრიას უფრო მრავალმხრივად განვითარების შესაძლებლობა მისცეს.თამაშის მოყვარულებს გეიმ-სტრიმინგის ახალი, ალტერნატიული საშუალება შესთავაზოს თუნდაც იქამდე, სანამ Cloud Gaming უფრო მარტივად გამოსაყენებელი, სწრაფი ინტერნეტი კი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება. 

ამ ეტაპზე Nyx-ის კონცეფცია არ გახლავთ ბოლომდე დასრულებული, Alienware ჯერ კიდევ მუშაობს მის სრულყოფაზე. ჩვენ არც მისი სავარაუდო ფასი ვიცით და არც საბოლოო დიზაინი გვინახავს. ისღა დაგვრჩენია მოთმინებით დაველოდოთ მოვლენების განივითარებას და ვნახოთ იქცევა თუ არა ეს ინოვაციური კონცეფცია რეალურ პროდუქტად.  

მადლობა, ბიზნესის #1 ქომაგისგან – VTB-ის კამპანია

H&M – პირველი ტანსაცმლის მაღაზია მეტავერსში