ახალზელანდიელები დიდი ხანია პატარა ქალაქ პორირუას რებრენდინგის გამო გმინავენ. პრინციპში, მათი შეშფოთება სულაც არაა გასაკვირი – ხელით დახატულმა მომღიმარე ლოგომ გადასახადების გადამხდელთა კავშირის ყურადღება განსაკუთრებული ფასით (NZ $98 876, რაც $64,220 ამერიკული დოლარის ექვივალენტია) მიიპყრო. პორირუას მერია კი განმარტავს, რომ უშუალოდ ლოგოს ღირებულება, სულ რაღაც, $875 ახალზელანდიურ დოლარს შეადგენდა ($568 ამერიკული დოლარი). ამასთან, ლოგო არ წარმოადგენს ქალაქის ოფიციალურ ვიზუალურ იდენტობას და ის ერთგვარი სიმბოლოა სოციალური ქსელებისთვის.
ადგილობრივი მთავრობა ადასტურებს, რომ ქალაქის ოფიციალური სიმბოლო არის ეს:
მერია განმარტავს რებრენდინგის ხარჯებს: ბიუჯეტის მესამედი სტრატეგიულ და ბრენდის განვითარებაში, ასევე, ბრენდის გაიდლაინებში დაუხარჯავთ. $28,775 დაიხარჯა საბეჭდ მასალებში, ელექტრონულ შაბლონებში, ანიმაციებში, ბანერებსა და რეკლამაში. სოციალური მედიის ავატარიც ამ თანხაში შედიოდა. ბრენდის არქიტექტურა, ნეიმინგი და დიზაინი ქალაქის მნიშვნელოვანი დაწესებულებებისთვის, $8,850 გამოვიდა. ფოტობიბლიოთეკა, ბრენდის ახალი ვიზუალებით, მათ შორის ისეთი კონტენტის შექმნა, რომელსაც ქალაქის საბჭო გამოიყენებდა – $24,991 ახალზელანდიურ დოლარად შეფასდა. ქალაქის ბრენდის გაიდლაინები კი – $5,260-ად.
ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ რებრენდინგი ახალი განხორციელებულიც კი არ არის. ქალაქის საბჭოს ჯერ კიდევ 2017 წელს განუახლებია პორირუას ბრენდი, თუმცა, განმარტებებს 2019 წლის აგვისტოში აკეთებს. თუმცა, იქნებ, ეს აჟიოტაჟი სულაც საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია და პორირუასკენ ყურადღების მიპყრობაზეა გათვლილი?