O Fragón ჩრდილოეთ ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი რესტორანია, რომელიც უკვე წლებია, სხვადასხვა არომატით შეზავებულ ზეთების სერიას ექსკლუზიურად აწარმოებს. მოთხოვნის თანდათანობით ზრდისა და წარმატების ფონზე, რესტორნის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, პროდუქტისთვის ცალკეული ბრენდი შეექმნათ. სწორედ ამ მიზნით დაუკავშირდნენ დიზაინ სტუდია Sistema Diseño-ს, რათა ზეთებისთვის სწორი ბრენდინგი, შეფუთვა და ვიზუალური იდენტობა შეერჩიათ.
საგულისხმოა, რომ პროდუქტის მთავარ მახასიათებელს მისი 100%-ით ნატურალური, კონსერვანტებისა და საღებავებისგან თავისუფალი, უმაღლესი ხარისხის ახალი პროდუქტებით დამზადება წარმოადგენს. ამის ვიზუალური დემონსტრაციისთვის, სიმბოლურად შეარჩიეს 100%-ით PCR გადამუშავებული მინისგან მიღებული ბოთლი — განსაკუთრებული, ექსკლუზიური, მარტივი და ინოვაციური იერით, რომელიც გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ხარვეზების დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ამგვარი მიდგომა მთავარ გზავნილს სრულყოფილად გადმოსცემს.
გარდა ამისა, ეტიკეტიც სრულად ეკოლოგიური მასალებისგანაა დამზადებული, რომ აღარაფერი ვთქვათ მცენარეულ მელანზე. ინფორმაციული თვალსაზრისით, თითოეულ ბოთლზე ის ილუსტრაციაა დახატული, რისგანაც თავად ზეთი შედგება.