18
Sep
2019

„მათ ერთად გავაძლიერებთ“ – კამპანია ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად

18 Sep 2019

Elit Electronics
Elit Electronics


„ყოველთვის გვჯეროდა, რომ მხარდაჭერა ინგლისს ნებისმიერ წინააღმდეგობას დააძლევინებს. ასე იქნება ამ შემოდგომაზეც. მხარდაჭერა ჯავშანივით დაიცავს მოთამაშეებს. ყოველი ტვიტი რკინის სამოსის ახალი რგოლი და ყოველი შეძახილი მისი კიდევ ერთი ნაწილი იქნება. მათ ერთად გავაძლიერებთ“, – ასე მოუწოდებს კომპანია O2 ინგლისელებს, მხარი დაუჭირონ ინგლისის რაგბის ეროვნულ ნაკრებს Rugby World Cup 2019-ზე.

 

 

კამპანიის ორგანიზატორებს, სარაგბო ნაკრების მხარდასაჭერად, არც საერთო გზავნილი დავიწყებიათ. #WearTheRose – თითოეულ გულშემატკივარს, სწორედ ამ სიტყვებით სთხოვენ, გაამხნევონ სპორტსმენები.

Rugby World Cup 2019 იაპონიაში, 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იმართება. რაც შეეხება O2-ს, ის ინგლისის ეროვნული ნაკრების სპონსორი და მხარდამჭერია.

განხილვა